რუსთავის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის პროცესის მონიტორინგის მიზნით, რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ კომპანია GWP-ის წარმომადგენლებთან, მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, GWP-ის გენერალურ დირექტორ ხოსე მიგელ სანტოსს, ,,რუსთავის წყლის” ახალ დირექტორ მიგელ ამხელ მაზო ესტებანეზს, მოადგილეებთან და ფრაქცია ,,ქართული ოცნების” წევრებთან ერთად შეხვდა. სამუშაო შეხვედრაზე, დეტალურად განიხილეს რუსთავის წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით განხორციელებული და მიმდინარე […]
რუსთავის მერიამ, საკრებულოს ოპოზიციური პარტიების ქმედებები სასამართლოში გაასაჩივრა, – ამის შესახებ რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, არაერთი წერილობითი თხოვნის, ოფიციალური მიმართვის, თუ საჯარო განცხადების მიუხედავად, რუსთავის საკრებულოს უმრავლესობა, მავნებლური უმოქმედობის პოლიტიკას დღემდე აგრძელებს. „ბოლო ორი წლის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც ამჟამინდელი საკრებულო, ფუნქციონირებას შეუდგა, რუსთავის მერია, ქალაქის განვითარებისთვის საჭირო […]
რუსთავის ცენტრალურ პარკში, ნიჩბოსნობის აკადემიის ბაზაზე, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის ალექსანდრე წივწივაძის სახელობის ღია პირველობა ჩატარდა. ტურნირი, პარკის ტერიტორიაზე არსებულ ტბაზე ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში მონაწილეობას, ქართველი და სომხეთიდან ჩამოსული სპორტსმენები იღებდნენ. ტურნირს, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი შატაკიშვილი, ქალაქის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ წევრები, საქართველოს ნიჩბოსნობის ფედერაციისა და […]
რუსთავის ცენტრალურ პარკში, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის, ალექსანდრე წივწივაძის სახელობის ღია პირველობა გაიმართება ნიჩბოსნობაში. ტურნირში მონაწილეობას რუსთავის, თბილისის, დუშეთის, ბათუმის, მცხეთის, ფოთის, ქუთაისის და სომხეთის გუნდები მიიღებენ. გამარჯვებულები თასებით, მედლებით და სიგელებით დაჯილდოვდებიან. ალექსანდრე წივწივაძის სახელობის ღია პირველობა ტრადიციულია და ყოველ წელს იმართება. ტურნირი მერიის სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის ორგანიზებით ჩატარდება.
რუსთავის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. კომპანია GWP-იმ ხრამის სათავე ნაგებობიდან გამომავალი მაგისტრალური ქსელის განახლების სამუშაოები დაიწყო. პროექტის მიმდინარეობის მონიტორინგის მიზნით, სამუშაოებს რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე და საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი შატაკიშვილი მერის მოადგილე ბესიკ ტოგონიძესა და საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების’’ წევრებთან ერთად, ადგილზე გაეცნენ. ,,რუსთავში წყალმომარაგების მიმართულებით, პრობლემების საბოლოოდ […]
გზშ ანგარიშის საჯარო განხილვა – შპს „ჯეო ენტერპრაიზის“ მიერ ქ. რუსთავში მეტალურგიული საწარმოს ექსპლუატაციის პირობების ცვლილების პროექტი დაგეგმილი საქმიანობის დასახელება: მეტალურგიული საწარმოს ექსპლუატაციის პირობების ცვლილება დაგეგმილი საქმიანობის განმახორციელებელი: შპს „ჯეო ენტერპრაიზი“ დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილი: ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტი საჯარო განხილვის ორგანიზატორი: სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი დაგეგმილი საქმიანობის გზშ ანგარიშის საჯარო განხილვის დრო და […]
დაგეგმილი საქმიანობის დასახელება: საქართველოს სახელმწიფოს ენერგეტიკული პოლიტიკა, ენერგეტიკა და კლიმატის ეროვნული ინტეგრირებული გეგმა დაგეგმილი საქმიანობის განმახორციელებელი: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილი: საქართველო (მთელი ქვეყნის მასშტაბით) საჯარო განხილვის ორგანიზატორი: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო დაგეგმილი საქმიანობის სგშ ანგარიშის საჯარო განხილვის დრო და ადგილი: · 2023 წლის 1 დეკემბერი, 11:00 საათი, […]
რუსთავის მერია, აკადემიკოს შალვა ამონაშვილთან ერთად, ქალაქის ბაგა-ბაღებში, მოზარდის განვითარებაზე მეტად ორიენტირებული მეთოდიკის დანერგვაზე მუშაობს და ცნობილ მეცნიერთან ერთად, ახალი პროექტის განხორციელებას იწყებს. პროექტი – ,,სკოლამდელ დაწესებულებათა აღმზრდელობითი და საგანმანათლებლო პროცესის ჰუმანიზაცია რუსთავში”, ქალაქის მერის ნინო ლაცაბიძისა და აკადემიკოს შალვა ამონაშვილის ინიციატივით ხორციელდება. პროექტის პრეზენტაცია, დღეს შალვა ამონაშვილმა და ნინო ლაცაბიძემ, მედიათეკაში გამართულ შეხვედრაზე წარადგინეს. […]
რუსთავის მერიის სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის ორგანიზებით, თბილისის საკრებულოში, რუსთაველი მოქანდაკისა და მხატვრის ზაქარია გულისაშვილის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა მოეწყო. თამარ მეფის სახელობის დარბაზში, ხელოვანის 30-მდე ნამუშევარი იყო წარმოდგენილი. ზაქარია გულისაშვილის სკულპტურული და ფერწერული ნამუშევრების გამოფენა, პერიოდულად იმართება ქვეყნის სხვადასხვა საგამოფენო სივრცეში. ხელოვანის ორი ნამუშევარი, ამჟამადაც გამოფენილია საქართველოს ეროვნულ გალერეაში. რუსთაველი მხატვრის ფერწერული ნამუშევრები, […]