რუსთავის მერია, 2024 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსიის ფორმირებაში მოსახლეობის აქტიური ჩართვის მიზნით, საჯარო შეხვედრებსა და განხილვებს მართავს. რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, მომავალი წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტის ძირითადი პრიორიტეტები, პროგრამები და პროექტები, დღეს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თავმჯდომარეებს გააცნო. 2024 წლის ბიუჯეტის პროექტს, საკრებულოში წარდგენამდე, ნინო ლაცაბიძე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების 700-ზე მეტ წარმომადგენელს გააცნობს. ,,მოსახლეობასთან, ამხანაგობების თავმჯდომარეებთან ერთად […]