რუსთავში, ლებანიძის ქუჩაზე, ახალი საგზაო ინფრასტრუქტურა მოეწყო. აფხაზეთისა და ლომოურის ქუჩების დამაკავშირებელი, ახლადრეაბილიტირებული გზა, რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ მოადგილე ბესიკ ტოგონიძესთან, ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებთან და საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების” წევრებთან ერთად დაათვალიერა. ,,რუსთავში დავასრულეთ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი ლებანიძის ქუჩაზე, სადაც ახალი გზა მოეწყო. ქალაქის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, როგორც ცენტრალური გზების კეთილმოწყობა, ისე შიდასაუბნო სივრცეების საგზაო […]
რუსთავის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, პროექტის- ,,გადავარჩინოთ ბუნება-საქართველო“ ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, რუსთავის მერიამ და შვედეთის განვითარების სააგენტომ, რუსთავის ჭალის ტყის განვითარების ერთობლივი დოკუმენტი შეიმუშავეს. პროექტის ფარგლებში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, რუსთავის მერიის, საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა და დარგის ექსპერტებმა, რუსთავის ჭალის ტყის ბიომრავალფეროვნების კონსერვაციისა და […]
სამუშაო დოკუმენტი სკრინინგის ანგარიში განცხადება
რუსთავში, 2008 წლის აგვისტოს ომში გმირულად დაღუპულების ხსოვნას პატივი მიაგეს. აგვისტოს ომის გმირთა მემორიალი და საფლავები, მათი ოჯახის წევრებთან ერთად, ყვავილებით შეამკეს რუსთავის მერის მოადგილეებმა – კახა გურულმა, ბესიკ ტოგონიძემ, ოთარ ტატალაშვილმა, საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ წევრებმა, მუნიციპალიტეტის სხვა წარმომადგენლებმა და ვეტერანებმა. ,,პირველ რიგში ვუსამძიმრებ შოვში მომხდარი ტრაგედიის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს. დღეს აგვისტოს ომიდან […]
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიაში შემდეგ ვაკანტურ პოზიციაზე: ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის საორგანიზაციო განყოფილების პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი (1 ვაკანსია); იწყება განცხადებების მიღება, აღნიშნულi თანამდებობების დაკავების (ჰორიზონტალური გადაყვანა) მსურველი მოხელეების გამოსავლენად. განაცხადის წარსადგენად განსაზღვრულია 2 სამუშაო დღის ვადა. გადაყვანის პროცედურა წარიმართება და გადაყვანის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ მოხელეებთან გასაუბრებით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ […]
„Georgia Oil & Gas Limited-ის ფილიალი საქართველოში“-ს მიერ წარმოდგენილ XI-H სახელშეკრულებო ფართობებთან დაკავშირებული პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულებით გათვალისწინებული სკოპინგის ანგარიშის შესახებ განცხადება სკოპინგის ანგარიში
მიმდინარე წლის 31 ივლისს, 18:00 საათზე, რუსთავის ღია საგამოფენო სივრცეში, ქალ მსჯავრდებულთა მიერ შექმნილი ნამუშევრების გამოფენა მოეწყობა. ღონისძიება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურისა და რუსთავის მერიის თანამშრომლობის ფარგლებში გაიმართება.
პრემიერის ინიციატივითა და მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, რუსთავში, ახალგაზრდობის პარკში, „მუსიკალური საღამოს“ ფარგლებში, ღონისძიებები გაიმართა. პარკის ტერიტრიაზე მოწყობილ სივრცეებში, სხვადასხვა გასართობი და შემეცნებითი ღონისძიებები მოეწყო, გაიმართა ადგილობრვი მეწარმეების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა, საღამო კი ქართველი შემსრულებლების კონცერტით დასრულდა. ღონისძიებას რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი დოხტურიშვილი, ქალაქის საკრებულოს ფრაქცია ‘ქართული ოცნების” წევრები და ადგილობრივი ხელისუფლების […]