რუსთავში ლომოურისა და მელიქიშვილის ქუჩების გასასვლელებს რეაბილიტაცია ჩაუტარდება

რუსთავის მერია, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიზნით, მელიქიშვილისა და ლომოურის ქუჩების გასასვლელების რეაბილიტაციას იწყებს. ინფრასტრუქტურული პროექტი, მოსახლეობას, რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ გიორგი ტუხაშვილთან, მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურისა და კომპანია GWP-ის წარმომადგენლებთან ერთად გააცნო. „რუსთავის მერიის გუნდი ლომოურისა და მელიქიშვილის ქუჩების გასასვლელებში, ახალი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობას ვიწყებთ. ამ უბანში, საგზაო ინფრასტრუქტურა და სანიაღვრე ქსელი არ […]