რუსთავის მერი აკადემიკოსს და ჰუმანური პედაგოგიკის კლასიკოსს შალვა ამონაშვილს შეხვდა

რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე აკადემიკოსს, ჰუმანური პედაგოგიკის კლასიკოსს შალვა ამონაშვილს, ფსიქოლოგს და მწერალს პაატა ამონაშვილსა და საბავშვო ბრენდის ,,ბასტი-ბუბუს” დამფუძნებელ თამარ სხვიტარიძეს შეხდა. შეხვედრას საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების” წევრები ლიანა ჯღარკავა, ბადრი მაჭავარიანი და ამირან ჯანჯღავა, ასევე, რუსთავის საგანმანათლებლო რესურსცენტრის და ა(ა)იპ რუსთავის ბაგა- ბაღების გაერთიანების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შალვა ამონაშვილმა პედაგოგიკის სფეროში, მის მიერ შემუშავებულ […]

ნინო ლაცაბიძემ დასუფთავების სამსახურის უხუცეს თანამშრომელს, თინა გრიგალაშვილს მადლობის პრემია გადასცა

ა(ა)იპ ,,რუსთავსერვის ცენტრის“ დასუფთავების სამსახურის უხუცეს თანამშრომელს, 96 წლის თინა გრიგალაშვილს, ნინო ლაცაბიძემ რუსთავის მერიის მადლობის პრემია გადასცა. თინა გრიგალაშვილი რუსთავის მერიისგან, ქალაქის წინაშე გაწეული ღვაწლისთვის, ყოველთვიურად 500-ლარიან ფულად პრემიას მიიღებს. პროფესიით მასწავლებელი ქალბატონი, პედაგოგიური მოღვაწეობის დასრულების შემდეგ, წლების განმავლობაში მუშაობდა რუსთავის დასუფთავების სამსახურში.  

2023 წელს, რუსთავის მუნიციპალიტეტში, USAID-ის თვითმმართველობის ახალი პროგრამა ამოქმედდება

რუსთავი ერთ-ერთია საქართველოს იმ 11 მუნიციპალიტეტს შორის, სადაც წელს, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) თვითმმართველობის ახალი პროგრამა ამოქმედდება. USAID-ის ახალ პროგრამასთან ურთიერთთანამშრომლობის სამოქმედო გეგმის შემუშავების მიზნით, რუსთავის მერიაში ორდღიანი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას პროგრამის ხელმძღვანელი კევინ მაკლოკლინი და პროგრამის წარმომადგენლები,  რუსთავის მერის მოადგილეები, საკრებულოს წევრები და მერიის თანამშრომლები ესწრებოდნენ. აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ახალი პროგრამა, […]

რუსთავში, 9 ძმა ხერხეულიძის, გურამიშვილის, ლერმონტოვისა და შევჩენკოს ქუჩების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, რუსთავში, 9 ძმა ხერხეულიძის, გურამიშვილის, ლერმონტოვისა და შევჩენკოს ქუჩების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტის მიმდინარეობას, ქალაქის მერი ნინო ლაცაბიძე საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების’’ წევრებთან, ,,რუსთავის წყალის“, ,,ენერგო-პრო ჯორჯიას“, ,,სოკარის“ და სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად, ადგილზე გაეცნო. ,,ჩვენი ქალაქისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება, რომელიც ოთხი ქუჩის რეაბილიტაციას გულისხმობს. მოეწყობა გზის ახალი საფარი, მწვანე სივრცეები, […]

საქართველოს პრემიერ მინისტრის ინიციატივის, „ახალი წლის დღეები საქართველოში“ ფარგლებში, რუსთავში საახალწლო ღონისძიება გაიმართა

რუსთავში ,,ახალი წლის დღეები საქართველოში“ გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა. რუსთავში, მთავარ ნაძვის ხესთან, საშობაო სოფელში საახალწლო ღონისძიებები გაიმართა. საშობაო სოფელში, რომელიც საქართველოს პრემიერ მინისტრის ინიციატივის – ,,ახალი წლის დღეები საქართველოში“ ფარგლებში მოეწყო, პატარებს სანტა კლაუსმა და ზღაპრის გმირებმა უმასპინძლეს, ორკესტრის მონაწილეობით გაიმართა საზეიმო მსვლელობა, ასევე ადგილობრივ მეწარმეთა ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა. საზეიმო კონცერტში ჯგუფმა ,,რეგიონმა“ და ანსამბლმა […]