რუსთავში, მეგობრობის გამზირის N1-ის მიმდებარედ, ღია საგამოფენო სივრცეში, ღონისძიება სახელწოდებით ‘შაბათი ART ბაზარში” გაიმართება. ღონისძიების ფარგლებში, 14:00 საათიდან, სკვერში ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა მოეწყობა. მოგვიანებით, 18:00 საათზე, კი მუსიკალური ბენდების ”Strange Brew” და ”PAPANUSI” კონცერტი დაიწყება. ღონისძიების მიზანი ახალგაზრდა რუსთაველი მუსიკოსებისა და ადგილობრივი მეწარმეების ხელშეწყობა და პოპულარიზაციაა.
ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია აცხადებს სტუდენტური სტაჟირების პროგრამას სტაჟირება მოიცავს ინტენსიურ პროგრამას, რომლის მიზანია ახალგაზრდები გაეცნონ, როგორც ზოგადად თვითმმართველობის სისტემას, ასევე, კონკრეტულად მისი სამსახურების მუშაობის სპეციფიკას სტაჟირების პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ მხოლოდ ბაკალავრის საფეხურის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტებს. სტაჟირების ხანგრძლივობა: 1 თვე (აპრილი) სტუდენტთა რაოდენობა: 15 გაიცემა ორენოვანი სერთიფიკატი ჩაერთე შენი ქალაქის მართვასა და განვითარებაში მეტი […]
შიდასაუბნო სივრცეების განვითარებისა და მწვანე ქალაქის კონცეფციის ფარგლებში, მე-15 მიკრორაიონში მოწყობილ ახალ საზოგადოებრივ სივრცეში, გამწვანების აქცია გაიმართა. გამწვანების აქციაში მონაწილეობა, რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი შატაკიშვილმა, ქალაქის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ დეპუტატებმა, ახალ სკვერში არსებული იოანე ნათლისმცემლის სახელობის ტაძრის წინამძღვარმა, რუსთაველი ახალგაზრდებმა, ადგილობრივმა მოსახლეობამ და ,,რუსთავსერვისცენტრის“ წარმომადგენლებმა მიიღეს. ,,გაზაფხულის დადგომასთან […]
მოსახლეობისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნის მიზნით, რუსთავის მერიის მიერ დაწყებული, ესთეტიკური და კოსმეტიკური ცენტრების მონიტორინგის კამპანიის ფარგლებში, დღეს, თბილისის გადამდებ დაავადებათა ეპიდზედამხედველობის და კონტროლის მუნიციპალური ცენტრის ეპიდემიოლოგებმა, რუსთავში არსებული სილამაზის სალონების წარმომადგენლებს ტრენინგი ჩაუტარეს. ტრენინგი რუსთავის მერიის და ,,საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის და უსაფრთხო გარემოს ცენტრის’’ ორგანიზებით გაიმართა. შეხვედრაზე, ქალაქში მოქმედი კოსმეტიკური ცენტრების წარმომადგენლებს, დეტალური ინფორმაცია მიეწოდათ […]
რუსთავის მერიამ მუნიციპალური სერვისების რეფორმის ფარგლებში, კიდევ ერთი ახალი პროგრამა აამოქმედა. მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვაზე და უსაფრთხო გარემოს შექმნაზე ორიენტირებული მუნიციპალური მომსახურება, C ჰეპატიტის, აივ/ შიდსის და ტუბერკულოზის სკრინინგს ითვალისწინებს. პროგრამას, რუსთავის მერიის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრი ახორციელებს. კამპანია, სოციალურად აქტიურ მუნიციპალურ სამსახურებში ლაბორატორიული კვლევების ადგილზე ჩატარებასაც ითვალისწინებს. ახალი პროგრამის ბენეფიციარები, 18 […]
სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრი, 2023-2024 სასწავლო წლისათვის, აცხადებს კონკურსს სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ ოთხ სასტიპენდიო პროგრამაზე: • საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამა 2023-2024; • საერთაშორისო სადოქტორო პროგრამა 2023-2024; • საერთაშორისო სახელოვნებო აკადემიური პროგრამა 2023-2024; • საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამა 2023-2024. პროგრამები ითვალისწინებს როგორც სწავლის საფასურის, ასევე ცხოვრებისათვის საჭირო ხარჯების ანაზღაურებას. სასტიპენდიო პროგრამები არის კარგი შესაძლებლობა საქართველოს მოქალაქეებისთვის, რათა […]
რუსთავის მერიის ინიციატივით, თბილისის საკრებულოში, საქართველოს დამსახურებული მხატვრისა და მოქანდაკის, რუსთავის საპატიო მოქალაქის, არაერთი საპატიო წოდების მქონე ხელოვანის, გიორგი ჩალაძის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა მოეწყო. ,,ჩემი დიდი სურვილი იყო და ამაში თითოეული რუსთაველის აზრი ემთხვევა, რომ ბატონი გიორგის შემოქმედება, რომელიც 92 წლისაა და ძალიან დიდი ცხოვრებისეული გზა განვლო რუსთავში, კიდევ უფრო მეტ ადამიანს ენახა. დიდი მადლობა […]
რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის დირექტორ კევინ მაკლოკლინს და პროგრამის სხვა წარმომადგენლებს შეხვდა. ნინო ლაცაბიძემ შეხვედრაზე მუნიციპალური სერვისების განვითარების კუთხით, რუსთავში მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებზე ისაუბრა. რუსთავის მერმა USAID- ის წარმომადგენლებს ახალი მუნიციპალური სერვისცენტრის მიმდინარე პროექტიც გააცნო. USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამა ადგილობრივი ხელისუფლების, სამოქალაქო და კერძო […]
საქართველოს წითელმა ჯვარმა შექმნა ონლაინ შემოწირულობის პლატფორმა https://bit.ly/3xTKOe2 თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაზარალებული ათასობით ადამიანის დასახმარებლად. გაიღეთ რამდენიც შეგიძლიათ – ნებისმიერი სახის შემოწირულობა მნიშვნელოვანია. საბანკო რეკვიზიტები: საქართველოს ბანკი: GE92BG0000000162662819 თიბისი ბანკი: GE44TB7406736120100003 დონაციის ნომერი: – ზარის ღირებულება 1 ერთი ლარი. თქვენს მიერ გაღებული შემოწირულობა დახმარების სახით გადაეცემა თურქეთისა და სირიის წითელ ნახევარმთვარეს. საკონტაქტო პირი: […]