რუსთავის მერიამ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისთვის, ახალი პროგრამების განხორციელება დაიწყო

რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე სარეაბილიტაციო-განმავითარებელი ცენტრის-,,კესანე“ აღსაზრდელების მშობლებს შეხვდა და ის ახალი სოციალური პროგრამები გააცნო, რომელსაც რუსთავის მერია 2024 წლის განმავლობაში განახორციელებს. ,,განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვების მშობლებთან სისტემატურად გვაქვს შეხვედრები იმისთვის, რომ სწორედ, ბავშვებზე ორიენტირებული გარემო და სერვისები შევქმნათ, როგორც განათლების, ასევე სპორტული თუ სახელოვნებო მიმართულებით. დღევანდელ შეხვედრაზე, მშობლების მხარდამჭერი პროგრამის აუცილებლობაც გამოიკვეთა, რაზეც ჩვენ […]