რუსთავში, ისტორიული N1 ბაგა-ბაღის რესტავრაცია-რეაბილიტაცია დასრულდა

რუსთავში ისტორიული შენობების რესტავრაციის ფარგლებში, N1 საბავშვო ბაღის რესტავრაცია-რეაბილიტაციის პროექტი დასრულდა. ქალაქის ისტორიული პირველი ბაგა-ბაღი, გასული საუკუნის 50-იან წლებში აშენდა და სრულ რეაბილიტაციას საჭიროებდა. ბაღის გახსნას, დღეს რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, სახელმწიფო რწმუნებული ქვემო ქართლში გიორგი დოხტურიშვილი, რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში ირაკლი შატაკიშვილი, ქალაქის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების’ წევრები და ბაგა-ბაღების გაერთიანების წარმომადგენლები დაესწრნენ. […]