სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში გზშ-ის პროცედურის ჩატარების საჭიროების დადგენის მიზნით, შპს „რუსელოისის“ მიერ წარდგენილია მეტალურგიული (ფეროშენადნობთა) საწარმოს ექსპლუატაციის პირობების ცვლილების სკრინინგის ანგარიშის განცხადება. სკრინინგის ანგარიშის განცხადების შესახებ ინფორმაცია თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად განთავსებულია გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე – www.ei.gov.ge. გთხოვთ, დოკუმენტაციასთან დაკავშირებული შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენა უზრუნველყოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში 2024 წლის 14 თებერვლის ჩათვლით, მისამართზე: […]
რუსთავში, ძველი ქალაქის რეაბილიტაციის და ახალგაზრდების არაფორმალური განათლების ხელშეწყობის მიზნით, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება დაიწყო. გასული საუკუნის 60-იან წლებში აშენებული მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ადგილზე, ძველი შენობის ავთენტური იერსახის სრულიად ახალი შენობა აშენდება. რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, მოადგილე ბესიკ ტოგონიძესთან, ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროს ზურაბ ტაბაღუასთან და სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად, მშენებლობის პროცესს, სამუშაო ფორმატში ადგილზე […]