რუსთავის მერია და პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭო, აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვთა მშობლების გაძლიერების მიზნით, ერთობლივ საპილოტე პროექტს განახორციელებენ

რუსთავში, სარეაბილიტაციო-განმავითარებელ ცენტრში -,,კესანე”, აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვთა მშობლების მხარდასაჭერად, გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს მიერ ინიცირებული პროექტი – ,,მწვანე შუქი” განხორციელდება. პროექტის დეტალებზე დღეს გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედ საპარლამენტო საბჭოში გამართულ შეხვედრაზე იმსჯელეს. შეხვედრას, გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე ნინო წილოსანი, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, მერის მოადგილე ოთარ ტატალაშვილი, ,,კესანეს” დირექტორი ეკა ნოზაძე და ქალთა და […]