შპს „მასდარ ჯორჯია ენერჯის“ მიერ, ახალ სამგორსა და ჭყონდიდელის დასახლებას შორის ტერიტორიაზე, 96-100 მეგავატიანი მზის ფოტოვოლტური ელექტროსადგურის მშენებლობის და ექსპლუატაციის პროექტის სკრინინგის ანგარიშის შესახებ

სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში გზშ-ის პროცედურის ჩატარების საჭიროების დადგენის მიზნით, შპს „მასდარ ჯორჯია ენერჯის“ მიერ წარდგენილია ახალ სამგორსა (გარდაბნის მუნიციპალიტეტი) და ჭყონდიდელის დასახლებას (რუსთავის მუნიციპალიტეტი) შორის ტერიტორიაზე, 96-100 მეგავატიანი (მგვტ) მზის ფოტოვოლტური (PV) ელექტროსადგურის მშენებლობის და ექსპლუატაციის პროექტის სკრინინგის ანგარიშის განცხადება. სკრინინგის ანგარიშის განცხადების შესახებ ინფორმაცია, თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად, განთავსებულია გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე – www.ei.gov.ge. […]