კონკურს-ფესტივალი რუსთავის მერიის ორგანიზებით, აპრილის ბოლოს გაიხსნება. ფესტივალ ,,ქართულის” შესახებ პრეზენტაცია გაიმართა რუსთავის მერიაში. ქალაქის მერმა ნინო ლაცაბიძემ, სახელოვნებო დეპარტამენტის ხელმძღვანელ ხატია ფოცხვერაშვილთან ერთად, რუსთავში მოქმედი ქორეოგრაფიული სტუდიებისა და ანსამბლების ხელმძღვანელებს, ფესტივალის შესახებ დეტალური პრეზენტაცია წარუდგინა და მათი მოსაზრებები მოისმინა. ,,გაზაფხულზე, რუსთავში, ქორეოგრაფიული ფესტივალი – ,,ქართული” ჩატარდება. ერთი კვირის განმავლობაში, რუსთაველებს და ჩვენი ქალაქის სტუმრებს, […]