რუსთავში, ძველი ქალაქის რეაბილიტაციისა და ახალგაზრდების არაფორმალური განათლების ხელშეწყობის მიზნით, მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება, რომლის ფარგლებშიც, გასული საუკუნის 60-იან წლებში აშენებული მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ადგილზე, ძველი შენობის ავთენტური იერსახის 600 კვადრატული მეტრი ფართის სამსართულიანი ახალი შენობა შენდება. პროექტის მიმდინარეობას, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელ ზურაბ ტაბაღუასთან ერთად, ადგილზე გაეცნო. „მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე განსაკუთრებული პროექტია რუსთავისთვის. სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები […]
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, რუსთავში, დამოუკიდებლობის სკვერში საზეიმო ღონისძიებები გაიმართება. ერთად ვიზეიმოთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე! 14:00-14:30 – კოსტიუმირებული მსახიობებისა და ორკესტრის მსვლელობა 14:00-18:00 – სამხედრო ტექნიკის გამოფენა 14:00-17:10 – შემოქმედებითი სივრცე: სახის მოხატვა, თაბაშირის ფიგურების მოხატვა, არქეოლოგიური გათხრები, ქართული მოზაიკის შესწავლა, ყვავილების გვირგვინების დამზადება, კალიგრაფიული ბარათების შექმნა, […]
ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე რუსთავში საზეიმო მსვლელობით აღნიშნეს. ღონისძიება, რუსთავის ეპარქიისა და საქართველოს ჩოხოსანთა საზოგადოების რუსთავის სადროშოს ორგანიზებით გაიმართა. ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით გამართულ მსვლელობაში, ქალაქის მერმა ნინო ლაცაბიძემ ოჯახთან ერთად, საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი შატაკიშვილმა, საკრებულოს ფრაქცია, “ქართული ოცნების” წევრებმა, ჩოხოსნებმა, სასულიერო პირებმა, რუსთავში მოქმედი ტაძრების მრევლმა, მგალობლებმა, სხვადასხვა პროფესიის […]