საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, რუსთავში, დამოუკიდებლობის სკვერში საზეიმო ღონისძიებები გაიმართება.
ერთად ვიზეიმოთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე!
14:00-14:30 – კოსტიუმირებული მსახიობებისა და ორკესტრის მსვლელობა
14:00-18:00 – სამხედრო ტექნიკის გამოფენა
14:00-17:10 – შემოქმედებითი სივრცე: სახის მოხატვა, თაბაშირის ფიგურების მოხატვა, არქეოლოგიური გათხრები, ქართული მოზაიკის შესწავლა, ყვავილების გვირგვინების დამზადება, კალიგრაფიული ბარათების შექმნა, ილუზიონისტის წარმოდგენა, სპორტული შეჯიბრებები
14:00-19:00 – ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა
16:30-17:10 – კოსტიუმირებული მსახიობებისა და ორკესტრის მსვლელობა
17:10 – ერთად ვუმღეროთ ჰიმნი თავისუფლებას!
ფოლკლორული ანსამბლი „თუთარჩელა“
17:30-20:30 – ადგილობრივი ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლების კონცერტი
20:30-21:00 – დრამერების ჯგუფი ,,არტ ლაიფი”
21:00-22:00 – ბენდი „გუფი ლენდი“.