ნინო ლაცაბიძე – საქართველოს ხელისუფლების დახმარებით და ჩვენი გუნდის ერთიანობით, რუსთაველებისთვის მიცემული კიდევ ერთი პირობა შევასრულეთ

საქართველოს მთავრობის დახმარებით, რუსთავის მერიამ, 20 მილიონი ლარის ღირებულების პროექტი განახორციელა და 70 ერთეული ახალი, ევროსტანდარტის შესაბამისი ავტობუსი შეიძინა. რუსთავის ახალი ბრენდინგით გაფორმებული, 25 ავტობუსი, უკვე რუსთავშია და მოსახლეობას ხვალიდან მოემსახურება. რუსთავში მიმდინარე მუნიციპალური ტრანსპორტის რეფორმის კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი ეტაპი დასრულდა და თბილისის მიმართულებით, მგზავრთა გადაყვანის ათწლეულების პრობლემა გადაწყვეტილია. ახალი მუნიციპალური ავტობუსების და მარშრუტების პრეზენტაცია, რუსთაველებს […]

„ახალი ქალაქი დიდი ისტორიით“ – რუსთავში „რუსთავქალაქობა“ ღონისძიებებით აღნიშნეს

„ახალი ქალაქი დიდი ისტორიით“ – სწორედ ამ სლოგანით და ქალაქის ახალი ლოგოტიპით შეხვდნენ წლევანდელ „რუსთავქალაქობას” რუსთავში. ქალაქის დღის აღსანიშნავი ღონისძიებები სამ სხვადასხვა ლოკაციაზე: ცენტრალურ პარკში, იპოდრომზე, ძველი და ახალი რუსთავის დამაკავშირებელ ხიდთან კოსტავას გამზირზე გაიმართა. „რუსთავქალაქობას“ ვულოცავ ჩვენს ქალაქს. მინდა, ვისურვო ჩვენი ოჯახის და თითოეული ჩვენგანის ჯანმრთელობა, მშვიდობა ჩვენს ქალაქსა და ქვეყანაში, ასევე ძალიან დიდი მოტივაცია, […]

 სს „რუსთავის აზოტის“ ქიმიური საწარმოს ექსპლუატაციის პირობების ცვლილების პროექტის სკრინინგის ანგარიშის შესახებ

სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში გზშ-ის პროცედურის ჩატარების საჭიროების დადგენის მიზნით სს „რუსთავის აზოტის“ მიერ წარდგენილია ქიმიური საწარმოს ექსპლუატაციის პირობების ცვლილების პროექტის სკრინინგის ანგარიშის განცხადება. სკრინინგის ანგარიშის განცხადების შესახებ ინფორმაცია, თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად, განთავსებულია გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე – www.ei.gov.ge. გთხოვთ, დოკუმენტაციასთან დაკავშირებული შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენა უზრუნველყოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში 2024 წლის 26 სექტემბრის ჩათვლით, […]