რუსთავში, ტაშკენტის ქუჩის რეაბილიტაციის პროექტი დასრულების ფაზაშია. ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, სრულად განახლდა 570 მეტრი სიგრძის საგზაო მონაკვეთი, ამჟამად მიმდინარეობს ასფალტის საფარის მეორე ფენის დაგება, მოეწყო ახალი ტროტუარები, საპარკინგე ადგილები, ახალი სანიაღვრე ქსელი, გარე განათება და სარწყავი სისტემა. ტაშკენტის ქუჩის რეაბილიტაციის პროცესს, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარ დეპუტატ ირაკლი შატაკიშვილთან ერთად გაეცნო. ,,ტაშკენტის […]