რუსთავის მერიამ, საქართველოში პირველად, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების გაძლიერების“ ფორუმი გამართა. ფორუმში რუსთავის ბინათმესაკუთრეთა 778-მა ამხანაგობის წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა. სპორტის სასახლეში მოწყობილ სივრცეში, „რუსთავის კორპუსის” მიერ, მიმდინარე წლის განმავლობაში შესრულებული პროექტების საპრეზენტაციო ბანერები და პავილიონები მოეწყო. რუსთავში, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების გაძლიერების მიზნით, მიმდინარე რეფორმები და კორპუსების განვითარების ახალი კონცეფცია ფორუმის მონაწილეებს, რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ წარუდგინა. ღონისძიებას, რუსთავის […]