რუსთავში აქტიურად ვაგრძელებთ იმ ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას, რომელიც მოსახლეობის მხრიდან იყო მოთხოვნილი – ნინო ლაცაბიძე

რუსთავში, კიდევ ერთი შიდასაუბნო რეკრეაციული სივრცის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე პროექტის მიმდინარეობას, ინფრასტრუქტურის სამსახურისა და სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე გაეცნო. ,,რუსთავში აქტიურად ვაგრძელებთ იმ ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას, რომელიც მოსახლეობის მხრიდან იყო მოთხოვნილი. დღეს მე-12 მიკრორაიონში შიდასაუბნო რეკრეაციული სივრცის მოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, ეს ერთ-ერთი დიდი მწვანე სივრცეა, რომლის რეაბილიტაციის პროექტიც ჩვენ […]