გიორგი ამილახვარი პროექტის „თაობა რუსთაველის‘‘ ფარგლებში ახალგაზრდებს შეხვდა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გიორგი ამილახვარი, რუსთავის მერიის პროექტის – „თაობა რუსთაველი‘‘ ფარგლებში, რუსთავის მედიათეკაში ახალგაზრდებს შეხვდა. შეხვედრას, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე და რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი შატაკიშვილი ესწრებოდნენ. კითხვა-პასუხის რეჟიმში წარმართულ შეხვედრაზე, გიორგი ამილახვარმა ახალგაზრდებს საგანმანათლებლო სფეროში დაგეგმილი რეფორმების და განათლების ხელშეწყობის მიზნით მიმდინარე პროექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. განათლების მინისტრმა ახალგაზრდების მხრიდან […]

რუსთავის მერია პრემიერის ინიციატივას ეხმაურება და ახალგაზრდების დასაქმების პროექტს – ,,ახალი სიმწვანე“ ახორციელებს

რუსთავის მერია საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივას, ახალგაზრდების დასაქმების ეკოპროექტით ეხმაურება. პროექტში – ,,ახალი სიმწვანე“ 18-დან 29 წლამდე ასაკის რუსთაველი ახალგაზრდები, ონლაინრეგისტრაციით ერთიანდებიან და ქალაქის გამწვანების სამსახურში, ერთი თვის განმავლობაში, შესაბამისი ანაზღაურებით იწყებენ მუშაობას. პროექტის პირველი საპილოტე ეტაპი უკვე განხორციელდა, დასაქმებისა და ეკოლოგიური პროექტის მონაწილეთა ახალი ნაკადის რეგისტრაცია კი 30 მარტს დასრულდა. ,,ახალ სიმწვანეში” ჩართული ახალგაზრდების პირველი […]

რუსთავის მერიამ ,,მართე შენი ქალაქის” მეშვიდე ეტაპი დაიწყო

რუსთავის მერიამ, თვითმმართველობის განხორციელების პროცესში ახალგაზრდების ჩართვის მიზნით, პროგრამა „მართე შენი ქალაქის“ მეშვიდე ეტაპი დაიწყო. ქალაქის მერი ნინო ლაცაბიძე, პროგრამაში ჩართულ სტუდენტებს შეხვდა და ,,მართე შენი ქალაქის“ შესახებ დეტალურად ესაუბრა. რუსთავის მერიის სამსახურების მუშაობის სპეციფიკას, მუნიციპალურ სერვისებსა და რეფორმებს, ერთი თვის განმავლობაში, კიდევ 21 სტუდენტი გაეცნობა. პროგრამა – „მართე შენი ქალაქი“ მეორე წელია, წარმატებით მიმდინარეობს […]

რუსთავის მერიამ მეცნიერ შალვა ამონაშვილის აკადემიასთან ერთად, სკოლამდელი აღზრდის სფეროში ახალი პროექტის განხორციელება დაიწყო

რუსთავის მერიამ მეცნიერ შალვა ამონაშვილის აკადემიასთან ერთად, სკოლამდელი აღზრდის სფეროში ახალი პროექტის განხორციელება დაიწო. პროექტი – „სკოლამდელ დაწესებულებათა აღმზრდელობითი და საგანმანათლებლო პროცესის ჰუმანიზაცია რუსთავში“, ქალაქის მერის ნინო ლაცაბიძის და აკადემიკოს შალვა ამონაშვილის ინიციატივით ხორციელდება. ახალი პროექტი, რუსთავის ბაგა ბაღების თანამშრომლებისთვის ჰუმანური პედაგოგიკის მიმართულებით, სპეციალური ტრენინგ კურსების ჩატარებას ითვალისწინებს. „რუსთავის საბავშვო ბაღებში მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდა, შენდება […]

სს „რუსთავოილის“ ნავთობპროდუქტების გადამამუშავებელი საწარმოს ექსპლუატაციის პირობების ცვლილების სკოპინგის განცხადების შესახებ

სს „რუსთავოილის“ ნავთობპროდუქტების გადამამუშავებელი საწარმოს ექსპლუატაციის პირობების ცვლილების სკოპინგის განცხადებაზე, 2024 წლის 29 მარტს, 12:00 საათზე, რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში დაგეგმილი საჯარო განხილვა აღარ გაიმართება. იხ. დანართი  

ნინო ლაცაბიძე – ახალგაზრდებთან ვისაუბრეთ არსებულ გამოწვევებზე და იმ იდეებზე, რომელიც ჩვენი ქალაქების და ქვეყნის განვითარებისთვის, ყველამ ერთად უნდა განვახორციელოთ

რუსთავის მერიამ კამპანია ,,თაობა მომავლისთვის“ ფარგლებში, რეგიონული ახალგაზრდული ქსელი შექმნა. პროექტი, რეგიონში მცხოვრებ ახალგაზრდებს შორის კონტაქტების დამყარებას, მუნიციპალიტეტებში დანერგილი სიახლეებისა და მიმდინარე პროექტების გაცნობას ისახავს მიზნად. პროექტის პირველ ეტაპზე, რუსთავის მერიის ახალგაზრდულმა დეპარტამენტმა, ქვემო ქართლის 6 მუნიციპალიტეტში მცხოვრებ თანატოლებს უმასპინძლა. ,,ახალგაზრდული პროექტი -,,თაობა მომავლისთვის”, რომლის ფარგლებშიც, ორი წლის განმავლობაში, ძალიან ბევრ რუსთაველ ახალგაზრდას შევხვდით, გაფართოვდა […]