შპს „სტანდარტის“ მიერ ქ. რუსთავში, ნარჩენი ზეთების გადამამუშავებელი საწარმოსა და 10 ტონაზე მეტი სახიფათო ნარჩენის დროებითი შენახვის ობიექტის მოწყობისა და ექსპლუატაციის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის შესახებ

2024 წლის 21 ოქტომბერს შპს „სტანდარტმა“ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში წარადგინა ქ. რუსთავში, ნარჩენი ზეთების გადამამუშავებელი (ნარჩენების აღდგენა) საწარმოსა და 10 ტონაზე მეტი სახიფათო ნარჩენის დროებითი შენახვის ობიექტის მოწყობისა და ექსპლუატაციის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშზე დამატებითი განცხადება. გზშ-ის ანგარიშის დამატებითი განცხადების შესახებ ინფორმაცია თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად განთავსებულია გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე – www.ei.gov.ge. დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://ei.gov.ge/ka/info/64ac08f1-a194-457c-bc79- a7503a3370cb

დაგეგმილი საქმიანობის გზშ ანგარიშის დამატებით განცხადებასთან და თანდართულ დოკუმენტაციასთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ, წარუდგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2024 წლის 6 ნოემბრის ჩათვლით მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი N150 ან ელფოსტაზე: eia@mepa.gov.ge (გთხოვთ, შენიშვნის/მოსაზრების ელ-ფოსტაზე გამოგზავნისას მიუთითოთ შემდეგი
ადრესატი: სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს).

დანართი

წინა რუსთავში, შპს „ვივაცემენტის“ ცემენტის საწარმოს ექსპლუატაციის პირობების ცვლილების პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის  საჯარო განხილვის შესახებ