რუსთავში ახალგაზრდობის ახალი სასახლე გაიხსნა. გასული საუკუნის 60-იან წლებში დაარსებული მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ადგილზე, ძველის ავთენტური არქიტექტურის, 1800 კვადრატული მეტრი ფართობის, სამსართულიანი ახალი შენობა ახალგაზრდებს უკვე დღეიდან მიიღებს. ახალგაზრდობის სასახლის ახალი შენობა, რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, საქართველოს პარლამენტში რუსთავის დელეგატ ირაკლი შატაკიშვილთან და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი დოხტურიშვილთან ერთად გახსნა. ღონისძიებას ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელი ვახტანგ […]