რუსთავში, ახალი საგზაო ინფრასტრუქტურის და ტროტუარების მოწყობის სამუშაოები, ერთდროულად ქალაქის რამდენიმე უბანში აქტიურად მიმდინარეობს. ჭყონდიდელის სახელობის უბანში, მცხეთის, სამშვილდისა და ნეკრასოვის ქუჩებზე, ახალი გზების მშენებლობა დაიწყო. სამუშაოები, ნინო ლაცაბიძემ, მოადგილე ბესიკ ტოგონიძესთან, ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებთან და საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების” წევრებთან ერთად დაათვალიერა და მოსახლეობას პროექტის დეტალები გააცნო. „რუსთავში, მერიის გუნდმა მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი და კიდევ […]
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს ორგანიზებით და რუსთავის მერიის მხარდაჭერით, საზეიმოდ აღინიშნება საქართველოს დამოუკიდებლობის დღე. პროგრამა: 11:00 – საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო ტექნიკის, შეიარაღებისა და აღჭურვილობის გამოფენა 12:00 – 18:00 – ადგილობრივი მეწარმეების ნამუშევართა გამოფენა-გაყიდვა 14:00 – 15:30 – ადგილობრივი ქორეოგრაფიული ანსამბლების კონცერტი 13:00 – 16:00 – გასართობი აქტივობები: ზღაპრის კუთხე, ქვიშის აუზი, ხეზე ხატვის ვორქშოფი, 3D […]
რუსთავში, ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით, მასშტაბური მსვლელობა მოეწყო. რუსთავის ეპარქიის სასულიერო პირებისა და ჩოხოსანთა საზოგადოების რუსთავის სადროშოს ორგანიზებით გამართულ მსვლელობას, რუსთაველები და ქვემო ქართლის რეგიონებიდან შეკრებილი მოქალაქეები შეუერთდნენ. მსვლელობის მონაწილეები თავდაპირველად, იაკობ ცურტაველის სახელობის მოედანზე, გმირთა მემორიალთან შეიკრიბნენ და ფეხით მსვლელობით, წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის რუსთავის საკათედრო ტაძრისკენ გაემართნენ. მსვლელობას, წინ, […]