გზშ-ის ანგარიშის საჯარო განხილვა – ქ. რუსთავში, სარეზერვუარო პარკით ნავთობპროდუქტების გადამამუშავებელი საწარმოს ექსპლუატაციის პირობების ცვლილება დაგეგმილი საქმიანობის დასახელება: 1000 მ 3 -ზე მეტი მოცულობის ნავთობპროდუქტების გადამამუშავებელი საწარმოს ექსპლუატაციის პირობების ცვლილება (ნათელი ნავთობპროდუქტების და თხევადი გაზის საცავების დამატება და ნარჩენების აღდგენა) დაგეგმილი საქმიანობის განმახორციელებელი: სს ,,რუსთავოილი” დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილი: რუსთავის მუნიციპალიტეტი საჯარო განხილვის ორგანიზატორი: სსიპ […]
საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე რუსთავის მერთან, ნინო ლაცაბიძესთან, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ ლევან ხარაბაძესთან და საქართველოს პარლამენტში რუსთავისა და გარდაბნის ისტორიული სოფლების დელეგატ ირაკლი შატაკიშვილთან ერთად, რუსთავში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო. უახლოეს მომავალში დასრულდება, 830 მოსწავლეზე გათვლილი, რუსთავის №21 საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია. ასევე, წლის ბოლომდე იგეგმება რუსთავის №6 საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებაც. […]
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა ლევან ხარაბაძემ რუსთავის მერიაში პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე, რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ სახელმწიფო რწმუნებულს, რუსთავში განხორციელებული რეფორმებისა და პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა, გააცნო მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები და პროგრამები. შეხვედრაზე ლევან ხარაბაძემ ხაზი გაუსვა სამხარეო ადმინისტრაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის სამსახურების მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას. რუსთავის მერიაში გამართულ შეხვედრას, სახელმწიფო რწმუნებულის […]