ნინო ლაცაბიძე: ჩვენი გუნდისთვის მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდებს ხელი შევუწყოთ, როგორც განათლების მიღებაში, ასევე მივცეთ დასაქმების შესაძლებლობა

რუსთავის მერიის ახალგაზრდული პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი მიმართულების – სტუდენტური პროგრამის ,,მართე შენი ქალაქი“ მე-8 ეტაპი დასრულდა. რუსთავის მერიაში, აღნიშნული პროგრამა უკვე 3 წელია რაც ხორციელდება და მისი მთავარი მიზანი, ქალაქის მართვაში ახალგაზრდების ჩართვა, მათი კარიერული ზრდის ხელშეწყობაა. რუსთავის მერიის სხვადასხვა სამსახურში კი დღეისათვის პროექტ ,,მართე შენი ქალაქის“ მონაწილე 30 ახალგაზრდაა დასაქმებული. პროგრამაში ჩართულ სტუდენტებს, რუსთავის […]

ნინო ლაცაბიძე: რუსთავის ფესტივალი ,,ქართული” უკვე ტრადიციად იქცა და ქართულ დღეებს, ჩვენ ყოველი წლის გაზაფხულზე ვუმასპინძლებთ

რუსთავში, ქორეოგრაფიული კონკურს-ფესტივალი ,,ქართული“ დაჯილდოების ცერემონიალით, ზვიად ბოლქვაძის და ,,რანინელების” კონცერტით საზეიმოდ დაიხურა. პროფესიონალებისგან შემდგარმა კომპეტენტურმა ჟიურიმ, 10 ნომინაციაში გამარჯვებული და გრანპრის მფლობელი ქორეოგრაფიული ანსამბლები გამოავლინა. წელს ფესტივალის მთავარი ჯილდოს – გრანპრის მფლობელი, რუსთავის ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,ჯავარი” გახდა. გამარჯვებულები რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ და საქართველოს პარლამენტში რუსთავის დელეგატმა ირაკლი შატაკიშვილმა დააჯილდოვეს. ,,რუსთავის ფესტივალი ,,ქართული’ უკვე ტრადიციად იქცა და ქართულ დღეებს ჩვენ […]