ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა ლევან ხარაბაძემ რუსთავის მერიაში პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე, რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ სახელმწიფო რწმუნებულს, რუსთავში განხორციელებული რეფორმებისა და პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა, გააცნო მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები და პროგრამები. შეხვედრაზე ლევან ხარაბაძემ ხაზი გაუსვა სამხარეო ადმინისტრაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის სამსახურების მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას. რუსთავის მერიაში გამართულ შეხვედრას, სახელმწიფო რწმუნებულის […]
რუსთავის მერიის ახალგაზრდული პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი მიმართულების – სტუდენტური პროგრამის ,,მართე შენი ქალაქი“ მე-8 ეტაპი დასრულდა. რუსთავის მერიაში, აღნიშნული პროგრამა უკვე 3 წელია რაც ხორციელდება და მისი მთავარი მიზანი, ქალაქის მართვაში ახალგაზრდების ჩართვა, მათი კარიერული ზრდის ხელშეწყობაა. რუსთავის მერიის სხვადასხვა სამსახურში კი დღეისათვის პროექტ ,,მართე შენი ქალაქის“ მონაწილე 30 ახალგაზრდაა დასაქმებული. პროგრამაში ჩართულ სტუდენტებს, რუსთავის […]
რუსთავში, ქორეოგრაფიული კონკურს-ფესტივალი ,,ქართული“ დაჯილდოების ცერემონიალით, ზვიად ბოლქვაძის და ,,რანინელების” კონცერტით საზეიმოდ დაიხურა. პროფესიონალებისგან შემდგარმა კომპეტენტურმა ჟიურიმ, 10 ნომინაციაში გამარჯვებული და გრანპრის მფლობელი ქორეოგრაფიული ანსამბლები გამოავლინა. წელს ფესტივალის მთავარი ჯილდოს – გრანპრის მფლობელი, რუსთავის ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,ჯავარი” გახდა. გამარჯვებულები რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ და საქართველოს პარლამენტში რუსთავის დელეგატმა ირაკლი შატაკიშვილმა დააჯილდოვეს. ,,რუსთავის ფესტივალი ,,ქართული’ უკვე ტრადიციად იქცა და ქართულ დღეებს ჩვენ […]
რუსთავში ახალგაზრდობის ახალი სასახლე გაიხსნა. გასული საუკუნის 60-იან წლებში დაარსებული მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ადგილზე, ძველის ავთენტური არქიტექტურის, 1800 კვადრატული მეტრი ფართობის, სამსართულიანი ახალი შენობა ახალგაზრდებს უკვე დღეიდან მიიღებს. ახალგაზრდობის სასახლის ახალი შენობა, რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, საქართველოს პარლამენტში რუსთავის დელეგატ ირაკლი შატაკიშვილთან და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი დოხტურიშვილთან ერთად გახსნა. ღონისძიებას ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელი ვახტანგ […]