რუსთავის მერია, ქალაქის ისტორიული უბნების რესტავრაციის ფარგლებში, რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაციას აგრძელებს. დღეისათვის რუსთავის ერთ-ერთ ყველაზე კოლორიტულ ქუჩაზე ბოლო ეტაპის სამუშაოები მიმდინარეობს. უწყების ცნობით, სამუშაოების მიმდინარეობას, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია, საქართველოს პარლამენტში რუსთავის დელეგატი ირაკლი შატაკიშვილი და რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილი გაეცნენ. „რუსთავში ცენტრალური ხელისუფლების დახმარებით, მნიშვნელოვან და მასშტაბურ […]