რუსთავში შიდასაუბნო სივრცეების მოწყობა მიმდინარეობს

რუსთავში, ცენტრალური ქუჩების განახლების პარალელურად, აქტიურად მიმდინარეობს შიდასაუბნო სივრცეების მოწყობა. საცხოვრებელი შენობების ეზოების რეაბილიტაციის ფარგლებში, მე-12 მიკრორაიონის N1კორპუსის მიმდებარედ, სპორტული და დასასვენებელი სივრცე ეწყობა. სამუშაოების მიმდინარეობას, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილთან, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ლელა ლუარსაბიშვილთან და მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო. „მნიშვნელოვანია, რომ ქალაქის განვითარება თანაბრად მიმდინარეობდეს, ამიტომ ცენტრალური ქუჩების […]