რუსთავის მერია, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიზნით, მელიქიშვილისა და ლომოურის ქუჩების გასასვლელების რეაბილიტაციას იწყებს. ინფრასტრუქტურული პროექტი, მოსახლეობას, რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ გიორგი ტუხაშვილთან, მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურისა და კომპანია GWP-ის წარმომადგენლებთან ერთად გააცნო. „რუსთავის მერიის გუნდი ლომოურისა და მელიქიშვილის ქუჩების გასასვლელებში, ახალი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობას ვიწყებთ. ამ უბანში, საგზაო ინფრასტრუქტურა და სანიაღვრე ქსელი არ […]
რუსთავში, ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერით, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიზნით მიმდინარე პროექტი, დასრულების ეტაპზეა. მასშტაბური პროექტის ფარგლებში, ერთდროულად ოთხი ქუჩის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს. კლდიაშვილის სახელობის ქუჩაზე ასფალტის დაგების სამუშაოები დაიწყო და ჯამში საავტომობილო გზა 13 700 კვ/მ ფართობზე შეიცვლება. ინფრასტრუქტურული პროექტის მიმდინარეობას, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე მერის მოადგილე ბესიკ ტოგონიძესთან და ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელ ზურა ტაბაღუასთან ერთად, […]
რუსთავში, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღინიშნა. კოსტავას გამზირიდან, თავისუფლების მოედნის მიმართულებით კოსტიუმირებული მსვლელობა მოეწყო, რომელშიც რუსთავში მოქმედი მუსიკალური და ქორეოგრაფიული სტუდიების ბავშვებმა, ბაგა-ბაღების აღსაზრდელებმა და მათმა მშობლებმა, ორკესტრთან და ანიმაციური ფილმების გმირებთან ერთად მიიღეს მონაწილეობა. „ვულოცავ ჩვენს პატარებს დღევანდელ დღეს, მინდა, რომ ერთიან და მშვიდობიან საქართველოში იცხოვრონ. დღეს ჩვენი ქალაქი მათთვის განსაკუთრებით ფერადია და ძალიან ბევრი ღონისძიება […]
გზშ-ის ანგარიშის საჯარო განხილვა – ქ. რუსთავში შპს ,,ალტერვეისტის“ 10 ტონაზე მეტი სახიფათო ნარჩენების (ნარჩენი ზეთები) დროებითი შენახვის ობიექტის მოწყობა და ექსპლუატაცია დაგეგმილი საქმიანობის დასახელება: 10 ტონაზე მეტი სახიფათო ნარჩენების დროებითი შენახვის ობიექტის მოწყობა და ექსპლუატაცია დაგეგმილი საქმიანობის განმახორციელებელი: შპს ,,ალტერვეისტი“ დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილი: ქ. რუსთავი საჯარო განხილვის ორგანიზატორი: სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო […]
პროგრამა: 17:00 საათი- მეწარმეების ხელნაკეთი ნივთების გამოფენა- გაყიდვა 17:00 საათი- კოსტუმირებული მსვლელობაპირამიდა- თავისუფლების მოედანი მოსიარულე ორკესტრიანიმაციური გმირებივორქშოპები 18:00 საათი- ადგილობრივი ვოკალური და ქორეოგრაფიული ჯგუფების კონცერტი ფოლკლორის სკოლის დასარტყამ ინსტრუმენტთა ჯგუფი “ნია სტუდიო” Khorina’s Dance Studio ” Hot Chocolate”“Team George Studio ““შაუთიძის”სტუდია რუსთავის ბავშვთა საესტრადო ანსამბლი ,,აკორდი” სამეჯლისო სპორტული ცეკვების სტუდია “Art Line” ცეკვის სტუდია “FRESH STAR” სტუდია “ლილე”“MIX STYLE “ სიმღერის სკოლა“Art Life” წმინდა […]
რუსთავში კიდევ ერთი ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დასრულდა. №25 საბავშვო ბაღის ადგილზე სრულიად ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი შენობა აშენდა. პროექტი დასკვნით ეტაპზეა და შიდა სამუშაოები მიმდინარეობს. რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე და საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილი, მონიტორინგის მიზნით, პროექტის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ. „ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, რუსთავში №25 საბავშვო ბაღის სამშენებლო სამუშაოებს ასრულებს. ძველი, ავარიული […]
რუსთავში 26 მაისი დილიდან მასშტაბური ღონისძიებებით აღინიშნება. სადღესასწაულოდაა მორთული თავისუფლების მოედანი და ქალაქის ცენტრალური ქუჩები. საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები, რუსთავში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და რუსთავის მერიის ორგანიზებით იმართება. წლევანდელი 26 მაისის მთავარი ლაიტმოტივის – ქრისტიანობის 1700 წლისთავის აღსანიშნავი ბანერები, საქართველოს ეროვნულ დროშასთან და კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის პორტრეტთან ერთად, ქალაქის მერიის მთავარ […]
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიას №3826142185-05 22.05.2026წ. განცხადებით მომართა შპს „ჯისიჯი“-ს (ს/ნ 405459855) წარმომადგენელმა თეიმურაზ დალაქიშვილმა (პ/ნ 01008024638). წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, განმცხადებელმა მოითხოვა რუსთავის მუნიციპალიტეტში მდებარე მიწის ნაკვეთზე (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 02.05.07.175, 02.05.07.469, 02.05.07.364) განაშენიანების დეტალური გეგმის შემუშავების შესაძლებლობის განხილვა და შესაბამისი დავალების გაცემა. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიამ გამოიკვლია არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და […]
26 მაისს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით და რუსთავის მერიის მხარდაჭერით, რუსთავის თავისუფლების მოედანზე, საზეიმოდ აღინიშნება საქართველოს დამოუკიდებლობის დღე. ქალაქის მთავარ მოედანზე მოეწყობა: 26 მაისის ინსტალაცია რუსთავის ისტორიული პავილიონი – 2025 რუსთავის არქეოლოგიური ექსპედიციის მიერ აღმოჩენილი ექსპონატების ასლების გამოფენა რუსთავის ჭალის ტყის საინფორმაციო კედელი – ,,დარგე შენი სახელობის ხე” ზღაპრის გმირების წარმოდგენა […]
რუსთავში, ძველი რუსთავის რესტავრაცია-რეაბილიტაციის უპრეცედენტო მასშტაბის პროექტის განხორციელება იწყება. საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ინიციატივით, ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, რუსთავის ისტორიულ უბნებში 100 საცხოვრებელი კორპუსის რეაბილიტაციას, არქიტექტურული სტილის სრული შენარჩუნებით განახორციელებს. რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე და საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშილი, მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენელთან ერთად, ძველ რუსთავში ასლანიკაშვილისა და ჭავჭავაძის ქუჩების მოსახლეობას შეხვდნენ და პროექტის დეტალები გააცნეს. […]