შიდასაუბნო სივრცეების განვითარებისა და მწვანე ქალაქის კონცეფციის ფარგლებში, მე-15 მიკრორაიონში მოწყობილ ახალ საზოგადოებრივ სივრცეში, გამწვანების აქცია გაიმართა.
გამწვანების აქციაში მონაწილეობა, რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი შატაკიშვილმა, ქალაქის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ დეპუტატებმა, ახალ სკვერში არსებული იოანე ნათლისმცემლის სახელობის ტაძრის წინამძღვარმა, რუსთაველი ახალგაზრდებმა, ადგილობრივმა მოსახლეობამ და ,,რუსთავსერვისცენტრის“ წარმომადგენლებმა მიიღეს.
,,გაზაფხულის დადგომასთან ერთად, ჩვენს ქალაქში რა თქმა უნდა, აქტუალურია საკითხი, რომელიც გამწვანებას ეხება. დღეს, ერთ-ერთ უბანში შევიკრიბეთ, სადაც ახალი საზოგადოებრივ-გასართობი სივრცეები მოვაწყვეთ ბავშვებისთვის, ასაკოვანი ადამიანებისთვის და მათთან ერთად დავგეგმეთ დღევანდელი გამწვანების აქციაც“, – განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.
ეკოაქციის მონაწილეებმა, მე-15 მიკრორaიონის N13-ის მიმდებარედ, ორ ახლადშექმნილ რეკრეაციულ სივრცეში, 450 კვადრატულ მეტრ ფართობზე, სხვადასხვა სახეობის წიწვოვანი და ფოთლოვანი ხე-მცენარე დარგეს.
,,რუსთავს კიდევ ერთი ახალი რეკრეაციული სივრცე შეემატა. აღნიშნული ეკოპროექტი განხორციელდა ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნით. დღეს, სწორედ მათი ჩართულობით შედგა ეს ლამაზი დღე და ერთად დავრგეთ ხე-მცენარეები“, – განაცხადა რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა საქართველოს პარლამენტში ირაკლი შატაკიშვილმა.
საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარედ, ორი ახალი მინი სკვერი მოსახლეობის თხოვნის საფუძველზე მოეწყო.
ტერიტორიაზე დაიგო დეკორატიული ფილები, დამონტაჟდა გარე განათება, რეაბილიტაცია ჩაუტარდა სპორტულ მოედანს, მოეწყო საფეხმავლო ბილიკები, სპორტულ-გამაჯანსაღებელი კუთხე და ფანჩატური.