რუსთავში, მეგობრობის გამზირის N1-ის მიმდებარედ, ღია საგამოფენო სივრცეში, ღონისძიება სახელწოდებით ‘შაბათი ART ბაზარში” გაიმართება.
ღონისძიების ფარგლებში, 14:00 საათიდან, სკვერში ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა მოეწყობა. მოგვიანებით, 18:00 საათზე, კი მუსიკალური ბენდების ”Strange Brew” და ”PAPANUSI” კონცერტი დაიწყება.
ღონისძიების მიზანი ახალგაზრდა რუსთაველი მუსიკოსებისა და ადგილობრივი მეწარმეების ხელშეწყობა და პოპულარიზაციაა.