საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პრობაციის ეროვნულ სააგენტოს და რუსთავის მერიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმს, რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ლადო ხელაძემ მოაწერეს ხელი.
მემორანდუმი, რუსთავში მცხოვრები ბენეფიციარების რეაბილიტაციასა და რესოციალიზაციის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.
ორმხრივი შეთანხმება, სააგენტოს ბენეფიციარების პროფესიული განათლების პროგრამებში, ახალგაზრდულ, კულტურულ და სპორტულ აქტივობებში, ასევე, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომაში ჩართვას და სხვა ბენეფიტებს ითვალისწინებს.