ნინო ლაცაბიძე – ვაგრძელებთ ჩვენი ქალაქის ისტორიული ნაწილის რეაბილიტაციას

ძველი რუსთავის რესტავრაციის პროექტის ფარგლებში, რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაციის პროექტის მეორე ეტაპი დაიწყო.

რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო და მოსახლეობას, პროექტის დეტალები ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად გააცნო.

სამუშაო ფორმატის შეხვედრას, საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი შატაკიშვილი და საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ წევრები ესწრებოდნენ.

,,ვაგრძელებთ ჩვენი ქალაქის ისტორიული ნაწილის რეაბილიტაციას. სამუშაოები დაწყებულია და აქტიურად მიმდინარეობს რუსთაველის ქუჩაზე. პროექტი რამდენიმე კორპუსის სრულ რეაბილიტაცია-რესტავრაციას მოიცავს. ისტორიულ შენობებს გამაგრებითი სამუშაოები ჩაუტარდება, ფასადების დაზიანებული ნაწილები, დეკორატიული და ფუნქციური ელემენტები სრულად აღდგება, შეიღებება და ავთენტური სახე დაუბრუნდება. მოეწყობა განათებები და მწვანე სივრცეები“, – განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

პროექტის მიხედვით, ამ ეტაპზე რეაბილიტაცია დაწყებულია რუსთაველის ქუჩის N17, 19, 26, 28 საცხოვრებელ კორპუსებში. ბათუმის N14 და ასლანიკაშვილის N12-ის კვეთიდან რუსთაველის N32-ის ჩათვლით არსებულ მონაკვეთზე, მოეწყობა ბორდიურები და სარინერები, ტროტუარები მოპირკეთდება დეკორატიული ფილებით, დამონტაჟდება გარე განათების ქსელი.

მიმდინარე სამუშაოების ჯამური ღირებულება 3 171 091 ლარია. პროექტი ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.

რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაციის მეორე ეტაპით ასევე დაგეგმილია ბათუმის N14, ასლანიკაშვილის N12, რუსთაველის N11, 15, 20, 22 და 24 საცხოვრებელი შენობების გამაგრება- რესტავრაციაც. სამუშაოების შემსრულებელი კომპანიების გამოსავლენად სატენდერო პროცედურები მიმდინარეობს.

რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაცია 3 ეტაპად ხირციელდება, პროექტის პირველი ნაწილი გასულ წელს განხორციელდა.

 

წინა 7-8-9 ივლისს, რუსთავის ცენტრალურ პარკში, მუსიკალური ფესტივალი -,,ოქსიგენ ფესტი” გაიმართება