რუსთავის მერიაში, ქალაქის მერის, ნინო ლაცაბიძის მიერ ინიცირებული სტუდენტური პროგრამა – ,,მართე შენი ქალაქი“ გრძელდება.
პროექტი, ქალაქის მართვაში სტუდენტების ჩართვას და მათთვის თვითმმართველობის მუშაობის გაცნობას ითვალისწინებს.
პროგრამის მეხუთე ეტაპის მონაწილეებს რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე შეხვდა.
ქალაქის მერი სტუდენტებს მუნიციპალიტეტში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებზე ესაუბრა და მათ მიერ დასმულ კითხვებს უპასუხა.
შეხვედრას, ახალგაზრდული დეპარტამენტის ხელმძღვანელი ანელი ჩხარტიშვილი და პროექტის მენეჯერი მარიამ ლაცაბიძე ესწრებოდნენ.
პროექტის ფარგლებში, რუსთაველი სტუდენტები, ქალაქის მერიაში ერთთვიან სტაჟირებას გაივლიან და სხვადასხვა სამსახურის მუშაობის სპეციფიკას და ახალ მუნიციპალურ სერვისებს ადგილზე გაეცნობიან.
პროგრამაში მონაწილეობის მსურველი 15 სტუდენტი ონლაინ რეგისტრაციით შეირჩა.
რუსთავის მერიამ პროექტის განხორციელება გასული წლის თებერვალში დაიწყო და დღემდე, მუნიციპალიტეტში განხორციელებულ რეფორმებს, სამსახურების მუშაობის სპეციფიკასა და სერვისებს 60 რუსთაველი ახალგაზრდა გაეცნო.