2024 წლის 2 თებერვალს შპს „ჯეო ენტერპრაიზმა“ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში წარადგინა ქ. რუსთავში მეტალურგიული საწარმოს ექსპლუატაციის პირობების ცვლილების პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის დამატებითი განცხადება. გზშ-ის ანგარიშის დამატებითი განცხადების შესახებ ინფორმაცია თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად განთავსებულია გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე- www.ei.gov.ge. დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://ei.gov.ge/ka/info/ccadbe09-7dcd-49bb-be47-
8efa52b3ecc9
დაგეგმილი საქმიანობის გზშ ანგარიშის დამატებით განცხადებასთან და თანდართულ დოკუმენტაციასთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ, წარუდგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2024 წლის 5 მარტის ჩათვლით, მისამართზე: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის გამზირი N150 ან ელფოსტაზე: eia@mepa.gov.ge (გთხოვთ, შენიშვნის/მოსაზრების ელ-ფოსტაზე გამოგზავნისას მიუთითოთ შემდეგი ადრესატი: სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს).