რუსთავში, კირისა და კომბინირებული სასუქის საწარმოს მოწყობა-ექსპლუატაციის პირობის ცვლილების შესახებ

2026 წლის 24 ივლისს შპს „ელბა ექსპორტმა“ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში წარმოადგინა გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით განსაზღვრული საქმიანობის (ქ. რუსთავში კირისა და
კომბინირებული სასუქის საწარმოს მოწყობა-ექსპლუატაცია) ექსპლუატაციის პირობის ცვლილების შესახებ განცხადება. განცხადება თანდართულ დოკუმენტებთან ერთად განთავსებულია გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე: https://ei.gov.ge/. დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://ei.gov.ge/ka/info/68a92859-8c4f-4e96-9516-7a970077e192.

ექსპლუატაციის პირობის ცვლილების შესახებ განცხადებასა და თანდართულ დოკუმენტებთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარმოადგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში 2026 წლის 31 აგვისტოს ჩათვლით, მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი N150 ან ელფოსტაზე: eia@mepa.gov.ge (გთხოვთ, შენიშვნების/მოსაზრებების ელფოსტაზე გამოგზავნისას მიუთითოთ შემდეგი ადრესატი: სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს).

იხილეთ:

დანართი 1

დანართი 2

დანართი 3

 

წინა ნინო ლაცაბიძე- საქართველოს მთავრობა, რუსთაველებს გვაძლევს შესაძლებლობას, ქალაქის განვითარების ამბიციური, რეალურ პროექტებზე დაფუძნებული და უკეთეს მომავალზე ორიენტირებული სტრატეგია გვქონდეს