ა(ა)იპ ,,ცხოველთა მონიტორინგის ცენტრი”
სამსახურის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები:
- ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მყოფი უპატრონო, მიუსაფარი ცხოველების (ძაღლები და კატები) მათი პოპულაციების მართვისა და კონტროლის ორგანიზება, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 103-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევების გამოვლენა, სამართალდამრღვევი პირების მიმართ კანონდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება;
- ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მსხვილფეხა ან/და წვრილფეხა პირუტყვის ყოფნის წესების დაცვა და კონტროლის განხორციელება, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 148-ე მუხლის, მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული სამართალდარღვევების გამოვლენა, სამართალდამრღვევი პირების მიმართ კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება, მათ შორის: სამართალდარღვევის ოქმის შედგენა, პირუტყვის სპეციალურ ადგილზე გადაყვანა და მოვლა-პატრონობა, ასევე შესაბამისი წარმოების ჩატარება და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ღონისძიებების გატარება;
- მოსახლეობისა და ცხოველების დაცვა საფრთხის (აგრესიის ან/და საშიში დაავადებების) მატარებელი ცხოველებისგან, ჰუმანური წესით მათი დაჭერა და შესაბამის ადგილებში გადაყვანა, განთავსება, გაშვება ან მოკვდინება (ევთანაზია);
- უმეთვალყურეო ცხოველების დაჭერა, შემდგომი პროცედურების უზრუნველყოფის მიზნით;
- ცხოველების გაჩუქება, მიკედლება ან/და დაინტერესებულ პირთათვის მათი დაბრუნება, საჭიროების შემთხვევაში შემდგომში მათი მოვლა-პატრონობის პირობების კონტროლი;
- ცხოველთა მოვლა-პატრონობის და ბრუნვის (გაჩუქება, გასხვისება,) დადგენილი წესების დაცვაზე კონტროლის განხორციელება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
- უწყებების, წარმოება-დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ხელმძღვანელობის, აგრეთვე მოსახლეობის ინფორმირება ცხოველებთან მოპყრობის, მათთან ქცევისა და მოქმედების აუცილებელი წესების თაობაზე;
- მოქალაქეთა და დაინტერესებულ პირთა ზარებზე ეფექტური და დროული რეაგირება;
- ცხოველთა მონიტორინგის ცენტრის ფუნქციონირებისათვის აუცილებელი მატერიალურ- ტექნიკური ბაზის შექმნა, სათანადო ძალებითა და საშუალებებით უზრუნველყოფა;
- მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების მიზნით, შესაბამისი ღონისძიებების ჩატარება;