რუსთავში, ვეტერანთა დღის აღსანიშნავად, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და ვეტერანები, 2008 წლის აგვისტოს ომში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალთან შეიკრიბნენ.
რუსთავის მერის მოადგილე კახა გურულმა, საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ წევრებმა, ვეტერანების საქმეთა ქვემო ქართლის სამმართველოს წარმომადგენლებმა და რუსთაველმა ვეტერანებმა, მემორიალი ყვავილებით შეამკეს და პატივი მიაგეს საქართველოს მთლიანობისთვის ომში დაღუპული მეომრების ხსოვნას.
საქართველოში, ვეტერანის დღე, 2014 წელს დაარსდა და წელს მერვედ აღინიშნება. 1995 წლის 17 ოქტომბერს, საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა შესახებ“, რაც შემდგომში, ვეტერანის დღის დაწესების საფუძველი გახდა.