რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიზემ, მერის პირველმა მოადგილე კახა გურულმა, ფარმაცევტული კომპანია „ასტრაზენეკას“ წარმომადგენლებთან ერთად, ქალაქის #44 ბაგა-ბაღის გამწვანების აქციაში მიიღეს მონაწილეობა.
,,დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ფარმაცევტულ კომპანია ასტრაზენეკას, რომელმაც ასეთი ლამაზი დღე აჩუქა რუსთავის ბაგა-ბაღის აღსაზრდელებს. კომპანიამ ძალიან ლამაზი ხის ნერგები გადმოგვცა ქალაქს საჩუქრად და დღეს #44 ბაგა-ბაღში გვქონდა გამწვანების აქცია. ნერგების დარგვის პროცესში ჩვენი პატარებიც აქტიურად იყვნენ ჩართული“, – განაცხადა რუსთავის მერის პირველმა მოადგილემ კახა გურულმა.
კანადური ნეკერჩხლისა და თამარიქსის ნერგები, რუსთავს საჩუქრად, საქართველოში „ასტრაზენეკა იუქეი ლიმითედ“- ის წარმომადგენლობამ კამპანიის – ,,მწვანე ინიციატივის“ ფარგლებში გადასცა.
,,გამწვანების აქციის ინიციატივა, კომპანია ასტრაზენეკას საქართველოს წარმომადგენლობას ეკუთვნის. ჩვენს კომპანიას აქვს მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა, ის ზრუნავს, არა მხოლოდ პაციენტებისათვის მაღალი ხარისხის მედიკამენტების შექმნაზე, ასევე ეკოლოგიაზეც. ჩვენი კამპანიის – ,,მწვანე ინიციატივის“ ფარგლებში, ამჯერად გადავწყვიტეთ ვესტუმროთ რუსთავს. მერიის მხარდაჭერით შევარჩიეთ და შევიძინეთ ადგილობრივი კლიმატისთვის შესაბამისი ნერგები“, – განაცხადა „ასტრაზენეკას“ საქართველოს წარმომადგენლობის ფინანსურმა მენეჯერმა თამარ ვაშაკიძემ.
რუსთავის მერმა ბაგა-ბაღის ეზოში, ნერგები აღსაზრდელებთან, პედაგოგებთან და ასტრაზენეკას წარმომადგენლებთან ერთად დარგა.