რუსთავის ,,საახალწლო სოფელი”, სადაც მთავარი ნაძვის ხე 10 დეკემბერს აინთო, სტუმრებს ყოველ შაბათ-კვირას მასპინძლობს.
მთავარი სადღესასწაულო კონცერტი, კი რუსთაველებს შობის წინა დღეს, 6 იანვარს ელოდებათ.
პრემიერ მინისტრის ინიციატივით დაგეგმილ ღონისძიებაზე, რუსთაველებისთვის ,,ქართული ხმები” და ჯგუფი ,,რეგიონი” იმღერებენ. 6 იანვარს, რუსთავის ,,საახალწლო სოფელი”, სტუმრებს საბავშვო-გასართობი ღინისძიებებით, ზღაპრის გმირების მსვლელობით, საშობაო ბაზრობით 15:00 საათიდან დაელოდება.
სადღესასწაულოდ მორთული რუსთავი, წელს განსაკუთრებით ლამაზია. საახალწლო ილუმინაციებით განათებულია ცენტრალური ქუჩებიც და შიდასაუბნო სივრცეებიც.
დღეს საღამოს, ,,საახალწლო ზღაპრით” ბავშვებს მშვიდობის სახელობის სკვერი უმასპინძლებს, სადაც საბავშვო სპექტაკლი 18:00 საათზე დაიწყება. 18.00 საათიდანვე, ცოცხალი მუსიკით სტუმრებს, ქალაქის მთავარ მოედანზე მოწყობილი ,,საახალწლო სოფელიც” ელოდება. დღესვე, 20:00 საათზე, რუსთავის საახალწლო სცენას ჯაზ ორკესტრი დაიკავებს.