ნინო ლაცაბიძე-ქალაქის განვითარებისთვის ცენტრალური ქუჩების რეაბილიტაციის პარალელურად, შიდასაუბნო სივრცეების მოწყობაც მნიშვნელოვანია და მოსახლეობის ჩართულობით, პროექტები სწორედ ამ პრინციპით  გვაქვს გადანაწილებული

რუსთავში, მოსახლეობის ჩართულობით შექმნილი კიდევ ერთი პროექტი ხორციელდება. ახალი რეკრეაციული და საზოგადოებრივი სივრცე, რომელიც მე-14 მიკრორაიონის N46, 47 და 48 საცხოვრებელი კორპუსების შიდა ეზოში ეწყობა, რუსთავის მერიის დაფინანსებით და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების(GIZ) ჩართულობით ხორციელდება. სამუშაოების მიმდინარეობას, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, ადგილზე გაეცნო. ,,მოსახლეობის თხოვნით და მათი უშუალო ჩართულობით, რუსთავში კიდევ […]

რუსთავის მერიის ხელშეწყობით, საფეხბურთო კლუბ რუსთავის ახალგაზრდული გუნდი, შემოდგომაზე, ესპანეთში, პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირში მიიღებს მონაწილეობას

რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე და საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი შატაკიშვილი, საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების’’ წევრებთან და საფეხბურთო კლუბ ,,რუსთავის’’ დირექტორ ბაჩანა ცხადაძესთან ერთად, პატარა ფეხბურთელებს და მათ მშობლებს შეხვდნენ და წარმატებები უსურვეს. საფეხბურთო კლუბ ,,რუსთავის” ახალგაზრდული გუნდი, რუსთავის მერიის დაფინანსებით, შემოდგომაზე, ესპანეთში, პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზებს. ტურნირი, მიმდინარე წლის ნოემბრის ბოლოს, ესპანეთის ქალაქ […]

ჩვენი გუნდისთვის, ქალაქში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებასთან ერთად, ერთ-ერთი მთავარი მიმართულება, თანამშრომლების გადამზადება და მათი კვალიფიკაციის ამაღლებაა – ნინო ლაცაბიძე

რუსთავის მუნიციპალური რეფორმებისა და სერვისების განვითარების ცენტრმა, ,,თანამშრომელთა გადამზადებისა და პროფესიული ხელშეწყობის“  პროექტის ფარგლებში,  ,,რუსთავის კორპუსის“  44 თანამშრომელი  გადაამზადა. სპეციალური ტრენინგ-კურსის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატები ,,რუსთავის კორპუსის“  თანამშრომლებს, ქალაქის მერმა ნინო ლაცაბიძემ და საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი შატაკიშვილმა, საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ წევრ თამარ გოგაძესთან ერთად  გადასცეს. ,,ჩვენი გუნდისთვის,  ქალაქში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებასთან ერთად […]

რუსთავში, მეტალურგიული საწარმოს ექსპლუატაციის პირობების ცვლილების (მეტალურგიული საწარმოს საჩამომსხმელო საამქროს აირგამწმენდი სისტემის მოდერნიზაციის) პროექტის სკრინინგის ანგარიშის” შესახებ

შპს „ჯეოსთილმა“ წარადგინა ქ. რუსთავში, მეტალურგიული საწარმოს ექსპლუატაციის პირობების ცვლილების (მეტალურგიული საწარმოს საჩამომსხმელო საამქროს აირგამწმენდი სისტემის მოდერნიზაციის) პროექტის სკრინინგის ანგარიშის განცხადება. სკრინინგის განცხადების შესახებ ინფორმაცია თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად განთავსებულია გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე – www.ei.gov.ge. გთხოვთ, დოკუმენტაციასთან დაკავშირებული შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენა უზრუნველყოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში 2024 წლის 9 აგვისტოს ჩათვლით მისამართზე: ქ. თბილისი, დავით […]

რუსთაველი ჩემპიონები გიორგი სარდალაშვილი და ლაშა გურული პარიზის ოლიმპიადაზე იასპარეზებენ

ერთად ვუგულშემატკივროთ რუსთაველ ჩემპიონებს პარიზის ოლიმპიადაზე! რუსთავის სპორტის სასახლე 27 ივლისი – 12:00 – 21:00 გიორგი სარდალაშვილი – ძიუდო 29 ივლისი – 13:00 – 00:10 ლაშა გურული – კრივი #საქართველოსდარუსთავისგამარჯვებისთვის

შპს „ფერო ელოის ფროდაქშენის“ მეტალურგიული საწარმოს ექსპლუატაციის პირობების ცვლილების პროექტის სკოპინგის ანგარიშის შესახებ 

სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა – რუსთავის მუნიციპალიტეტში შპს „ფერო ელოის ფროდაქშენის“ მეტალურგიული საწარმოს ექსპლუატაციის პირობების ცვლილების პროექტი დაგეგმილი საქმიანობის დასახელება: მეტალურგიული საწარმოს ექსპლუატაციის პირობების ცვლილება დაგეგმილი საქმიანობის განმახორციელებელი: შპს „ფერო ელოის ფროდაქშენი“ დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილი: რუსთავის მუნიციპალიტეტი საჯარო განხილვის ორგანიზატორი: სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვის დრო და […]

სსდ საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ ნატახტარი (წიწამური) – რუსთავის საავტომობილო გზის ლოჭინის კვანძიდან რუსთავამდე მონაკვეთის (ლოტი 5) მშენებლობა-ექსპლუატაციის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის შესახებ

2024 წლის 11 ივლისს, სსდ საავტომობილო გზების დეპარტამენტმა სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში წარადგინა ნატახტარი (წიწამური) – რუსთავის საავტომობილო გზის ლოჭინის კვანძიდან რუსთავამდე მონაკვეთის (ლოტი 5) მშენებლობა-ექსპლუატაციის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის დამატებითი განცხადება. გზშ-ის ანგარიშის დამატებითი განცხადების შესახებ ინფორმაცია თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად განთავსებულია გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე – www.ei.gov.ge. დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://ei.gov.ge/ka/info/c23fb7ed-d907-4ad9-b001-f308793c9525 დაგეგმილი საქმიანობის […]