შპს „ჯეოსთილის“ მეტალურგიული საწარმოს ექსპლუატაციის პირობების ცვლილების პროექტის (არასახიფათო ნარჩენის განთავსების და წიდის გადამუშავების საამქროს მოწყობა და ექსპლუატაცია) სკრინინგის ანგარიშის შესახებ

სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში გზშ-ის პროცედურის ჩატარების საჭიროების დადგენის მიზნით, შპს „ჯეოსთილის“ მიერ წარდგენილია მეტალურგიული საწარმოს ექსპლუატაციის პირობების ცვლილების პროექტის (არასახიფათო ნარჩენის განთავსების და წიდის გადამუშავების საამქროს მოწყობა და ექსპლუატაცია) სკრინინგის ანგარიშის განცხადება.

სკრინინგის ანგარიშის განცხადების შესახებ ინფორმაცია თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად განთავსებულია გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე – www.ei.gov.ge. გთხოვთ, დოკუმენტაციასთან დაკავშირებული შენიშვნები და მოსაზრებები წარადგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში 2025 წლის 25 თებერვლის ჩათვლით, მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი №150 ან ელფოსტაზე: eia@mepa.gov.ge

სკრინინგის ანგარიში

 

წინა რუსთავში კიდევ ერთი ახალი რეკრეაციული სივრცე მოეწყო