ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიას №3825258379-05 15.09.2025წ. განცხადებით მომართა სს „პანექსი“-ს (ს/ნ405034911) წარმომადგენელმა. წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, განმცხადებელმა მოითხოვა რუსთავის მუნიციპალიტეტში მდებარე მიწის ნაკვეთზე (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 02.08.01.062, 02.08.01.063) განაშენიანების დეტალური გეგმის შემუშავების შესაძლებლობის განხილვა და შესაბამისი დავალების გაცემა. „ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის – გენერალური გეგმისა და განაშენიანების გეგმის დამტკიცების თაობაზე“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის […]
ექსპლუატაციის ცვლილების წარმოდგენილი პროექტის შესახებ ინფორმაცია იხილეთ გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე – www.ei.gov.ge. დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://ei.gov.ge/ka/info/7d590b7f-ac6a-4971-9e0f-c9341a4f3354 .
სს „რუსთავის აზოტმა“ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში წარადგინა საწარმოს ექსპლუატაციის პირობების ცვლილების გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშზე დამატებითი განცხადება. გზშ-ის ანგარიშის დამატებითი განცხადების შესახებ ინფორმაცია თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად განთავსებულია გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე –www.ei.gov.ge. დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://ei.gov.ge/ka/info/96d544a2-c661-43fd-b048-c0b3e28d21a0. დაგეგმილი საქმიანობის გზშ-ის ანგარიშის დამატებით განცხადებასთან და თანდართულ დოკუმენტაციასთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ, წარუდგინოთ სსიპ გარემოს […]
„გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის“ შესაბამისად, დაგეგმილი საქმიანობისთვის (10 ტონაზე მეტი სახიფათო ნარჩენების დროებითი შენახვის ობიექტის მოწყობა და ექსპლუატაცია) გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურის ჩატარების საჭიროების დადგენის მიზნით, შპს „ალტერვეისტის“ მიერ, ა/წ 13 აგვისტოს, სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში წარმოდგენილია სკრინინგის განცხადება, სკრინინგის ანგარიშთან ერთად. სკრინინგის განცხადების შესახებ ინფორმაცია და თანდართული დოკუმენტაცია განთავსებულია გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე – www.ei.gov.ge. გთხოვთ, […]