რუსთავი ერთ-ერთია საქართველოს იმ 11 მუნიციპალიტეტს შორის, სადაც წელს, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) თვითმმართველობის ახალი პროგრამა ამოქმედდება. USAID-ის ახალ პროგრამასთან ურთიერთთანამშრომლობის სამოქმედო გეგმის შემუშავების მიზნით, რუსთავის მერიაში ორდღიანი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას პროგრამის ხელმძღვანელი კევინ მაკლოკლინი და პროგრამის წარმომადგენლები, რუსთავის მერის მოადგილეები, საკრებულოს წევრები და მერიის თანამშრომლები ესწრებოდნენ. აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ახალი პროგრამა, […]
ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, რუსთავში, 9 ძმა ხერხეულიძის, გურამიშვილის, ლერმონტოვისა და შევჩენკოს ქუჩების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტის მიმდინარეობას, ქალაქის მერი ნინო ლაცაბიძე საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების’’ წევრებთან, ,,რუსთავის წყალის“, ,,ენერგო-პრო ჯორჯიას“, ,,სოკარის“ და სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად, ადგილზე გაეცნო. ,,ჩვენი ქალაქისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება, რომელიც ოთხი ქუჩის რეაბილიტაციას გულისხმობს. მოეწყობა გზის ახალი საფარი, მწვანე სივრცეები, […]
რუსთავში ,,ახალი წლის დღეები საქართველოში“ გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა. რუსთავში, მთავარ ნაძვის ხესთან, საშობაო სოფელში საახალწლო ღონისძიებები გაიმართა. საშობაო სოფელში, რომელიც საქართველოს პრემიერ მინისტრის ინიციატივის – ,,ახალი წლის დღეები საქართველოში“ ფარგლებში მოეწყო, პატარებს სანტა კლაუსმა და ზღაპრის გმირებმა უმასპინძლეს, ორკესტრის მონაწილეობით გაიმართა საზეიმო მსვლელობა, ასევე ადგილობრივ მეწარმეთა ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა. საზეიმო კონცერტში ჯგუფმა ,,რეგიონმა“ და ანსამბლმა […]
რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანების 6100 აღსაზრდელი, საშობაო არდადეგების დაწყებამდე, ქალაქის მერიისგან, საჩუქარს მიიღებს. პატარებისთვის საჩუქრების დარიგება, რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანების 23-ვე ფილიალში, დღეს დაიწყო და არდადეგების დაწყებამდე დასრულდება. პატარებისთვის საახალწლო საჩუქრების გადაცემის პროცესს, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, დღეს 22-ე და 23-ე ბაგა-ბაღებში დაესწრო. ნინო ლაცაბიძემ, საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრებთან ერთად, ბავშვებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და […]
რუსთავის ,,საახალწლო სოფელი”, სადაც მთავარი ნაძვის ხე 10 დეკემბერს აინთო, სტუმრებს ყოველ შაბათ-კვირას მასპინძლობს. მთავარი სადღესასწაულო კონცერტი, კი რუსთაველებს შობის წინა დღეს, 6 იანვარს ელოდებათ. პრემიერ მინისტრის ინიციატივით დაგეგმილ ღონისძიებაზე, რუსთაველებისთვის ,,ქართული ხმები” და ჯგუფი ,,რეგიონი” იმღერებენ. 6 იანვარს, რუსთავის ,,საახალწლო სოფელი”, სტუმრებს საბავშვო-გასართობი ღინისძიებებით, ზღაპრის გმირების მსვლელობით, საშობაო ბაზრობით 15:00 საათიდან დაელოდება. სადღესასწაულოდ მორთული […]
რუსთავის მერია ძველ კორპუსებზე სამშენებლო ჩარევის ნებართვებს აღარ გასცემს. ამის შესახებ რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, სამუშაო ჯგუფთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომელიც გუშინ, რუსთაველის ქუჩაზე შენობის ნაწილის ჩამონგრევის ფაქტზე შეიქმნა. ,,იმის მიუხედავად, რომ არქიტექტურის სამსახურის რეფორმის ფარგლებში, უკვე გამკაცრებული გვქონდა მიდგომები, მიმდინარე საკითხები კიდევ უფრო მეტი სიმკაცრით იქნება განხილული. ამასთან, მივიღეთ გადაწყვეტილება და ძველ კორპუსებში მოსახლეობის […]
უჩვეულო და ლამაზი ბარბარობა მოხუცთა სახლში მცხოვრები ხანდაზმულებისთვის – ნინო ლაცაბიძემ მუნიციპალური თავშესაფრის ბინადრებს საახალწლო სოფელში უმასპინძლა. ქალაქის მერმა, პარლამენტის წევრებთან: ალექსანდრე დალაქიშვილთან და ირაკლი შატაკიშვილთან, რუსთავის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების” წევრებთან და კომპანია ,,ქონსთრაქშენ სერვისის” ხელმძღვანელთან ერთად, ხანდაზმული რუსთაველები ჯერ მოხუცთა სახლში მოინახულა და სადღესასწაულო საჩუქრები გადასცა, მოგვიანებით, კი ,,საახალწლო სოფელში”, კამერული მუსიკის კონცერტზე […]
რუსთავში, მესხიშვილის ქუჩაზე, ახალი შიდასაუბნო რეკრეაციული სივრცე გაიხსნა, სადაც დღეს საახალწლო ილუმინაციებიც ჩაირთო. მესხიშვილის ქუჩის N11 და N13 საცხოვრებელი კორპუსებთან, მულტიფუნქციური სკვერი მოსახლეობის თხოვნით მოეწყო. ახალი დასასვენებელი და გასართობი სივრცე, რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ პარლამენტარ ალექსანდრე დალაქიშვილთან და ქალაქის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების’’ წევრებთან ერთად გახსნა. ,,ცენტრალური ქუჩებისა და საზოგადოებრივი სივრცეების განახლებასთან ერთად, ჩვენი ერთ-ერთი […]
რუსთავის მუნიციპალიტეტი კონკურსში – ,,პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო 2022“ წლის რეგიონულ მხარდამჭერად დასახელდა. პროფესიული უნარების სააგენტოს მიერ დაწესებული სპეციალური პრიზი, 2022 წლის „პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს“ დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაზე რუსთავის მერს ნინო ლაცაბიძეს გადასცეს. ,,პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს” 2022 წლის გამარჯვებულები შემდეგ ხუთ ძირითად საკონკურსო კატეგორიაში გამოვლინდნენ: პროფესიული განათლების სტუდენტი, პროფესიული განათლების მასწავლებელი, პროფესიული საგანმანათლებლო […]
რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე მოადგილე ბესიკ ტოგონიძესთან და საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების’’ წევრებთან ერთად, ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო. ქალაქის მერმა, მონიტორინგის მიზნით, გონაშვილის, დოლიძისა და ჩოხელის ქუჩების მიმდებარედ, გზის მოწყობის სამუშაოები, მოგვიანებით, კი მეგობრობის გამზირზე, მოქალაქეთა მომსახურების მშენებარე ცენტრი დაათვალიერა. ორივე პროექტი დასრულების ფაზაშია. ,,ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ქალაქში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოების ადგილზე გაცნობა და ამ […]