ნინო ლაცაბიძე – ყოველდღიურ რეჟიმში ვაკონტროლებთ წყლის სისტემის რეაბილიტაციის პროექტს, პროცესში ჩართულია სემეკიც

რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე კომპანია რუსთავის წყლის მფლობელი GGU ჯგუფის გენერალური დირექტორი ხოსე მიგელ სანტოსი და სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია, რუსთავის წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით, ხრამის სათავე ნაგებობაზე განხორციელებულ სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ. კომპანია ”რუსთავის წყალმა” ქალაქის წყალმომარაგების სისტემური გაუმჯობესების ფარგლებში, მდინარე ხრამის ნაპირდაცვისთვის, მასშტაბური სამუშაოები ჩაატარა. რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძემ, საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ წევრებთან და […]

ნინო ლაცაბიძე- ახალი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა, იმ სამოქმედო გეგმის ნაწილია, რომელიც მოსახლეობას წლის დასაწყისში წარვუდგინეთ

რუსთავში, ლებანიძის ქუჩაზე ახალი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტი, რუსთავის მერის მიერ, წლის დასაწყისში წარდგენილი სამოქმედო გეგმის ნაწილი იყო და მისი განხორციელება დღეისთვის უკვე აქტიურ ფაზაშია. ლებანიძის ქუჩაზე, საგზაო ინფრასტრუქტურა დღემდე არ არსებობდა. აფხაზეთისა და ლომოურის ქუჩების დამაკავშირებელ საგზაო მონაკვეთზე მიმდინარე სამუშაოებს, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, მოადგილე ბესიკ ტოგონიძესთან და ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, […]

რუსთავში 1 ივნისი მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღინიშნა

რუსთავში ბავშვთა დაცვის დღე მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღინიშნა. რუსთავის მერიის ორგანიზებით, ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით, ახალგაზრდობის პარკში, პატარებისათვის სხვადასხვა გასართობი ღონისძიება და კონცერტები ჩატარდა. ,,პატარებს მრავალფეროვანი გასართობი ღონისძიებებით ვუმასპინძლეთ. ღონისძიებებში ჩართული იყო უამრავი ბავშვი. გაიმართა კონცერტები, გამოფენები, ანიმატორების, ორკესტრისა და დრამერების შოუები“, – განაცხადა რუსთავის მერის მოადგილე ოთარ ტატალაშვილმა. პარკის ტერიტორიაზე სპეციალურად მოწყობილ დახლებზე, რუსთაველი მეწარმეების […]

31 მაისი პოლიციის დღეა

ნინო ლაცაბიძე – რუსთავის მერიის გუნდის სახელით, გულწრფელი მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ სამართალდამცველს, რომელიც ზრუნავს ჩვენი ქალაქის უსაფრთხო და მშვიდ გარემოზე რუსთავში, საქართველოს პოლიციისა და პროკურატურის პროფესიულ დღეებთან დაკავშირებით, ღონისძიება გაიმართა. რუსთავის მერის ნინო ლაცაბიძის ინიციატივით გამართულ საზეიმო მიღებაზე, ქვემო ქართლისა და რუსთავის სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლებს უმასპინძლეს. ღონისძიებას, საქართველოს პარლამენტის წევრი ალექსანდრე დალაქიშვილი, რუსთავის მუნიციპალიტეტის […]

რუსთავში 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებები მიმდინარეობს

რუსთავში, დამოუკიდებლობის სკვერში, 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებები მიმდინარეობს. რუსთაველებს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, ვიცე-პრემიერმა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, მინისტრის პირველმა მოადგილე რომეო მიქაუტაძემ, პარლამენტში ქალაქის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი შატაკიშვილმა, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი დოხტურიშვილმა, რუსთავის მერის მოადგილეებმა – ბესიკ ტოგონიძემ, ოთარ ტატალაშვილმა და საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების’’ წევრებმა მიულოცეს. ღონისძიების ფარგლებში, […]

რუსთავში 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებებისთვის მზადება მიმდინარეობს

საქართველოს დამოუკიდებლობის 105- ე წლისთავი რუსთავში, წელს პირველად ცურტაველის მოედნის მიმდებარედ, ახლადრეაბილიტირებულ დამოუკიდებლობის სკვერში აღინიშნება. რუსთავში 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებებისთვის მზადება აქტიურად მიმდინარეობს. ქალაქის ქუჩებში საქართველოს სახელმწიფო დროშები და ბანერები გამოიფინა, სადღესასწაულოდ გაფორმდა დამოუკიდებლობის სკვერი, ცურტაველის მოედანზე უკვე დასრულდა სცენის მონტაჟი. ,,26 მაისი, ჩვენი ქვეყნის ისტორიაში უმნიშვნელოვანესი დღეა, შესაბამისად, საქართველოს პრემიერ მინისტრისა და მთავრობის ინიციატივით, […]

რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, კომპანია „ბაზალტ ფაიბერსში“ დანერგილ ინოვაციურ საწარმოო ციკლს გაეცნო

რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, კომპანია ,,ბაზალტ ფაიბერსში“ დანერგილ ინოვაციურ საწარმოო ციკლს გაეცნო. ინოვაციური ტექნოლოგიებით აღჭურვილი, ეკოლოგიურად სუფთა საწარმო, ქალაქის მერმა, საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარ დეპუტატ ირაკლი შატაკიშვილთან, მერის პირველ მოადგილე კახა გურულთან, საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ წევრებთან და ქვემო ქართლის რეგიონული განვითარების სააგენტოს ხელმღვანელთან ერთად დაათვალიერა. ქართული სამშენებლო მასალების კლასტერისა და ევროპის ბიზნესასოციაციის წევრმა, ,,ბაზალტ […]

ნინო ლაცაბიძე – რუსთაველ ახალგაზრდებს მერიის საქმიანობაში აქტიური ჩართვისთვის, დღეს რამდენიმე პლატფორმა აქვთ და ერთ-ერთი – ,,მართე შენი ქალაქია“

ქალაქის მერის ნინო ლაცაბიძის მიერ ინიცირებული პროექტის – ,,მართე შენი ქალაქი“ მეოთხე ეტაპი დასრულდა. პროექტის ფარგლებში, რუსთაველმა სტუდენტებმა, ქალაქის მერიაში ერთთვიანი სტაჟირება გაიარეს. სტაჟირების მეოთხე ეტაპის მონაწილე სტუდენტებს  ნინო ლაცაბიძე, მერიის ახალგაზრდული დეპარტამენტის ხელმძღვანელ ანელი ჩხარტიშვილთან და პროექტის მენეჯერ მარიამ ლაცაბიძესთან ერთად შეხვდა. ,,რუსთაველ ახალგაზრდებს მერიის საქმიანობაში აქტიური ჩართვისთვის, დღეს  რამდენიმე პლატფორმა აქვთ და  ერთ-ერთი […]

რუსთავის მერი საქართველოს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს ხელმძღვანელს შეხვდა

რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ საქართველოს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს ხელმძღვანელ მინდია ივანიშვილთან სამუშაო შეხვედრა გამართა. ქალაქის მერმა საქართველოს პარლამენტში ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებების ძალაში შესვლის შემდეგ, რუსთავის მუნიციპალურ ინსპექციაში განხორციელებული რეფორმის შესახებ ისაუბრა და გარემოს დაცვის კუთხით, ერთობლივად გასატარებელ ღონისძიებებზე გაამახვილა ყურადღება. ,,გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს ხელმძღვანელთან სამუშაო შეხვედრის ფორმატში […]

რუსთავის მერია ქალაქის ტერიტორიაზე არსებული ჭალის ტყის სტრატეგიული განვითარების დოკუმენტის შექმნაზე მუშაობს

მწვანე ქალაქის კონცეფციის და რუსთავის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, რუსთავის მერია, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და შვედეთის განვითარების სააგენტოსთან ერთად, რუსთავის ჭალის ტყის განვითარების დოკუმენტის შექმნაზე მუშაობს. დოკუმენტზე მუშაობის პროცესში, სამოქალაქო სექტორის, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა და ექსპერტებმა, ჭალის ტყის ტერიტორია დაათვალიერეს და ორდღიანი სამუშაო შეხვედრა გამართეს. ,,ორდღიანი სამუშაო შეხვედრების მონაწილეები იყვნენ, როგორც რუსთავის მერიის, […]