ნინო ლაცაბიძე: მომავალმა თაობამ აუცილებლად უნდა იცოდეს, თუ რამხელა მსხვერპლი გაიღო საქართველომ, რათა დღეს ჩვენი დროშით, გერბითა და ჰიმნით ღირსეულად გვეთქვა – მადლობა თავისუფლებისთვის!

რუსთავში, 1989 წლის 9 აპრილიდან 37-ე და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან 35-ე წლისთავი გვიან ღამით აღინიშნა. რუსთაველ ახალგაზრდებთან და 9 აპრილის მოვლენების მონაწილე რუსთაველებთან ერთად, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, საქართველოს პარლამენტში რუსთავის დელეგატი ირაკლი შატაკიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ავთანდილ ჭრიკიშვილი, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები, დამოუკიდებლობის სკვერში შეიკრიბნენ. „37 წელი […]

რუსთავში წინასააღდგომოდ სასაფლაოების დასუფთავების მასშტაბური სამუშაოები ტარდება

რუსთავის მერია წინასააღდგომოდ სასაფლაოების დასუფთავების მასშტაბურ სამუშაოებს ატარებს. ქალაქის სასაფლაოს ტერიტორიაზე დილიდან მობილიზებული იყო „რუსთავ სერვის ცენტრის“ დასუფთავების და გამწვანების სამსახურების 400 თანამშრომელი, ადგილზე მუშაობს სპეციალური ტექნიკაც. „რუსთავში, როგორც ძველი, ასევე ახალი სასაფლაოს ტერიტორიის დასუფთავება დილიდან აქტიურად მიმდინარეობს. პროცესში ჩართულია „რუსთავ სერვის ცენტრის“ 400 თანამშრომელი, მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა. სასაფლაოს ტერიტორიიდან ხდება როგორც დაგროვილი ნარჩენების გამოტანა, […]

რუსთავში, კლდიაშვილის სახელობის ქუჩის რეაბილიტაცია დაიწყო

რუსთავში, საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის მასშტაბური პროექტი, რომელიც ოთხ სხვადასხვა ლოკაციაზე ხორციელდება და მარჯანიშვილის, ფალიაშვილის, კლდიაშვილის, სანაპიროს ქუჩების სრულ განახლებას ითვალისწინებს, აქტიურ ფაზაშია. ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით განახლდა ფალიაშვილის სახელობის ქუჩაზე და პროექტით გათვალისწინებული საგზაო სამუშაოები, კლდიაშვილის სახელობის ქუჩაზე დაიწყო. სამუშაოების მიმდინარეობას, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე და ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილი, მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად […]

ირაკლი შატაკიშვილი: საქართველოში როგორც მუნიციპალურ, ასევე ცენტრალურ დონეზე სტუდენტთა სტაჟირების პროგრამის საუკეთესო პრაქტიკა არსებობს

რუსთავის მერიის სტუდენტური სტაჟირების პროგრამის – „მართე შენი ქალაქი“ მონაწილე ახალგაზრდებმა, სტაჟირების ერთი დღე, საქართველოს პარლამენტში გაატარეს. საკანონმდებლო ორგანოში სტუდენტებს, რუსთავისა და გარდაბნის ათი თემის დელეგატი, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი შატაკიშვილი შეხვდა. ახალგაზრდები პარლამენტის საქმიანობას გაეცნენ და კომიტეტის იმიტირებულ სხდომაში მიიღეს მონაწილეობა. პლენარულ სხდომათა დარბაზში, ახალგაზრდებს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მიესალმა. […]

ნინო ლაცაბიძე: სპორტის ხელშეწყობა და განვითარება ჩვენი ხელისუფლებისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია

რუსთავის სპორტის სასახლეში, ფრენბურთში, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მე-2 ტურის მატჩები დაიწყო. რუსთავის მერიის ინფორმაციით, საქართველო-ავსტრიის ეროვნული ნაკრებების მატჩის დაწყებამდე, რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, საქართველოს პარლამენტში რუსთავის დელეგატმა, ირაკლი შატაკიშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ, მამუკა რეხვიაშვილმა, ფრენბურთის ფედერაციის წარმომადგენლებთან ერთად, ქართველ და უცხოელ სპორტსმენებს, სიმბოლური საჩუქრები გადასცეს. „ფრენბურთში, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებს რუსთაველები, ჩვენს სპორტის […]

ჩვენ გვაქვს მიზანი და გეგმა, რომ რუსთავში, წყალმომარაგების პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ დავასრულოთ – ნინო ლაცაბიძე

რუსთავის მერია  და  საქართველოს ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისია,  რუსთავის წყალმომარაგების სისტემაზე მიმდინარე სამუშაოების ერთობლივ მონიტორინგს აგრძელებენ. კომპანია GWP-იმ  ხრამი-რუსთავის მაგისტრალური წყალსადენის რეაბილიტაციის მე-3 ეტაპი დაიწყო. პროექტი 1 კილომეტრის სიგრძის მაგისტრალური მილსადენის შეცვლას ითვალისწინებს. ნინო ლაცაბიძე და დავით ნარმანია,  რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილთან და კომპანია GWP-ის  წარმომადგენლებთან ერთად,  სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ. ,,ჩვენ გვაქვს მიზანი […]

რუსთავის მერიამ, სამოქალაქო განათლების ახალგაზრდული კლუბი – „მე-დიატორი“ გახსნა

რუსთავის ახალგაზრდობის სასახლეში, სამოქალაქო განათლების კლუბი „მე-დიატორი“ გაიხსნა. კლუბი 14-დან 18 წლამდე ასაკის ახალგაზრდებისთვისაა განკუთვნილი და მიზანი, მათში სამოქალაქო პასუხისმგებლობის ამაღლება და ქალაქში ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებაა. პროექტის პირველ ეტაპზე, ონლაინ რეგისტრაციით 85 უფროსკლასელი შეირჩა. ახალგაზრდებისთვის პირველ სალექციო ვორქშოფში ქალაქის მერმა ნინო ლაცაბიძემ და საქართველოს პარლამენტში რუსთავის დელეგატმა ირაკლი შატაკიშვილმა მიიღეს. „სამოქალაქო განათლების კლუბი „მე-დიატორი“, […]

სპორტის მინისტრთან შეხვედრაზე, ის მეგა პროექტები განვიხილეთ, რომელთა განხორციელებასაც, რუსთავში, საქართველოს მთავრობის თანადგომით, მალე დავიწყებთ – ნინო ლაცაბიძე

სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ და რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, რუსთავში სპორტის განვითარების სტრატეგია, სამინისტროში გამართული სამუშაო შეხვედრის ფორმატში განიხილეს. ნინო ლაცაბიძემ, შალვა გოგოლაძეს რუსთავის მერიის მიერ შემუშავებული სპორტის განვითარების სტრატეგია გააცნო. შეხვედრას რუსთავის  დელეგატი საქართველოს პარლამენტში ირაკლი შატაკიშვილი, სპორტის მინისტრის მოადგილეები – ირაკლი მეძმარიაშვილი, ირაკლი დოლაბერიძე და რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილი  ესწრებოდნენ. „დღეს რუსთავისთვის […]

რუსთავში, ურბანულად ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული – ლეონიძის სახელობის ქუჩის რეაბილიტაცია დაიწყო

რუსთავში, კიდევ ერთი მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება დაიწყო. ლეონიძის სახელობის ქუჩას, რომელიც ურბანული და სატრანსპორტო  თვალსაზრისით ერთ-ერთი ყველაზე დატვირთულია ქალაქში, სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება. სამუშაოებს, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილთან ერთად  გაეცნო. ,,დღეს რუსთავში ერთ-ერთი  მთავარი გამოწვევა საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაა და მერიის გუნდი ვცდილობთ, ამ გამოწვევას ვუპასუხოთ. დღეს დავიწყეთ ლეონიძის ქუჩის რეაბილიტაცია. გარდა […]

ახალგაზრდობის სააგენტომ რუსთავში შეხვედრა გამართა და 2026 წლის გეგმა, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულს და მუნიციპალიტეტების მერებს წარუდგინა

ახალგაზრდობის სააგენტო, 2026 წლის გეგმებს რეგიონებს აცნობს და საინფორმაციო კამპანიას ახორციელებს. კამპანიის ფარგლებში, შეხვედრა გაიმართა რუსთავში, სადაც ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელმა ვახტანგ ბააკაშვილმა, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულს ილია ჯალაღანიას და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერებს, 2026 წლის განმავლობაში განსახორციელებელი პროექტები გააცნო. შეხვედრას, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე მერიის ახალგაზრდობის განათლებისა და კარიერული განვითარების ცენტრის ხელმძღვანელ ანელი ჩხარტიშვილთან ერთად დაესწრო. […]