რუსთავის მერია სარეაბილიტაციო-განმავითარებელ ცენტრ ,,კესანესთვის” ახალი შენობის აშენებას და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობას გეგმავს. ქალაქის მერი ნინო ლაცაბიძე, საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილი და მერის მოადგილე ოთარ ტატალაშვილი, ,,კესანეს” აღსაზრდელების მშობლებს და თანამშრომლებს შეხვდნენ. შეხვედრაზე, სარეაბილიტაციო-განმავითარებელი ცენტრის ახალი შენობის პროექტზე და იმ სერვისებზე ისაუბრეს, რომლებსაც მუნიციპალიტეტი აუტისტური სპექტრისა და სხვა განსაკუთრებული საჭიროებების მქონე მოზარდებისთვის ახორციელებს. „რუსთავის სარეაბილიტაციო-განმავითარებელი […]
რუსთავში, გასული საუკუნის 50-იან წლებში აშენებული კულტურის სახლის ისტორიული შენობის სრული რესტავრაცია-რეაბილიტაციის პროექტი დასრულების ეტაპზეა. რუსთაველი ახალგაზრდების ჩართულობით შემუშავებული თანამედროვე კონცეფციის თანახმად, განახლებულ შენობაში „არტ-პავილიონი” დაიწყებს ფუნქციონირებას. ინფრასტრუქტურული პროექტის მიმდინარეობას, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე სამუშაო ფორმატში ადგილზე გაეცნო. „ჩვენს ქალაქში, 1948 წელს კლასიციზმის არქიტექტურული სტილით ნაშენებ შენობას, რესტავრაცია-რეაბილიტაციისას ავთენტური იერსახე შევუნარჩუნეთ. კულტურის სახლის განახლებასთან ერთად, […]
რუსთავში, 1989 წლის 9 აპრილიდან 37-ე და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან 35-ე წლისთავი გვიან ღამით აღინიშნა. რუსთაველ ახალგაზრდებთან და 9 აპრილის მოვლენების მონაწილე რუსთაველებთან ერთად, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, საქართველოს პარლამენტში რუსთავის დელეგატი ირაკლი შატაკიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ავთანდილ ჭრიკიშვილი, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები, დამოუკიდებლობის სკვერში შეიკრიბნენ. „37 წელი […]
რუსთავის მერია წინასააღდგომოდ სასაფლაოების დასუფთავების მასშტაბურ სამუშაოებს ატარებს. ქალაქის სასაფლაოს ტერიტორიაზე დილიდან მობილიზებული იყო „რუსთავ სერვის ცენტრის“ დასუფთავების და გამწვანების სამსახურების 400 თანამშრომელი, ადგილზე მუშაობს სპეციალური ტექნიკაც. „რუსთავში, როგორც ძველი, ასევე ახალი სასაფლაოს ტერიტორიის დასუფთავება დილიდან აქტიურად მიმდინარეობს. პროცესში ჩართულია „რუსთავ სერვის ცენტრის“ 400 თანამშრომელი, მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა. სასაფლაოს ტერიტორიიდან ხდება როგორც დაგროვილი ნარჩენების გამოტანა, […]
რუსთავში, საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის მასშტაბური პროექტი, რომელიც ოთხ სხვადასხვა ლოკაციაზე ხორციელდება და მარჯანიშვილის, ფალიაშვილის, კლდიაშვილის, სანაპიროს ქუჩების სრულ განახლებას ითვალისწინებს, აქტიურ ფაზაშია. ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით განახლდა ფალიაშვილის სახელობის ქუჩაზე და პროექტით გათვალისწინებული საგზაო სამუშაოები, კლდიაშვილის სახელობის ქუჩაზე დაიწყო. სამუშაოების მიმდინარეობას, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე და ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილი, მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად […]
რუსთავის მერიის სტუდენტური სტაჟირების პროგრამის – „მართე შენი ქალაქი“ მონაწილე ახალგაზრდებმა, სტაჟირების ერთი დღე, საქართველოს პარლამენტში გაატარეს. საკანონმდებლო ორგანოში სტუდენტებს, რუსთავისა და გარდაბნის ათი თემის დელეგატი, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი შატაკიშვილი შეხვდა. ახალგაზრდები პარლამენტის საქმიანობას გაეცნენ და კომიტეტის იმიტირებულ სხდომაში მიიღეს მონაწილეობა. პლენარულ სხდომათა დარბაზში, ახალგაზრდებს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მიესალმა. […]
ნინო ლაცაბიძე: სპორტის ხელშეწყობა და განვითარება ჩვენი ხელისუფლებისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია
რუსთავის სპორტის სასახლეში, ფრენბურთში, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მე-2 ტურის მატჩები დაიწყო. რუსთავის მერიის ინფორმაციით, საქართველო-ავსტრიის ეროვნული ნაკრებების მატჩის დაწყებამდე, რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, საქართველოს პარლამენტში რუსთავის დელეგატმა, ირაკლი შატაკიშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ, მამუკა რეხვიაშვილმა, ფრენბურთის ფედერაციის წარმომადგენლებთან ერთად, ქართველ და უცხოელ სპორტსმენებს, სიმბოლური საჩუქრები გადასცეს. „ფრენბურთში, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებს რუსთაველები, ჩვენს სპორტის […]
რუსთავის მერია და საქართველოს ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისია, რუსთავის წყალმომარაგების სისტემაზე მიმდინარე სამუშაოების ერთობლივ მონიტორინგს აგრძელებენ. კომპანია GWP-იმ ხრამი-რუსთავის მაგისტრალური წყალსადენის რეაბილიტაციის მე-3 ეტაპი დაიწყო. პროექტი 1 კილომეტრის სიგრძის მაგისტრალური მილსადენის შეცვლას ითვალისწინებს. ნინო ლაცაბიძე და დავით ნარმანია, რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილთან და კომპანია GWP-ის წარმომადგენლებთან ერთად, სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ. ,,ჩვენ გვაქვს მიზანი […]
რუსთავის ახალგაზრდობის სასახლეში, სამოქალაქო განათლების კლუბი „მე-დიატორი“ გაიხსნა. კლუბი 14-დან 18 წლამდე ასაკის ახალგაზრდებისთვისაა განკუთვნილი და მიზანი, მათში სამოქალაქო პასუხისმგებლობის ამაღლება და ქალაქში ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებაა. პროექტის პირველ ეტაპზე, ონლაინ რეგისტრაციით 85 უფროსკლასელი შეირჩა. ახალგაზრდებისთვის პირველ სალექციო ვორქშოფში ქალაქის მერმა ნინო ლაცაბიძემ და საქართველოს პარლამენტში რუსთავის დელეგატმა ირაკლი შატაკიშვილმა მიიღეს. „სამოქალაქო განათლების კლუბი „მე-დიატორი“, […]
სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ და რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, რუსთავში სპორტის განვითარების სტრატეგია, სამინისტროში გამართული სამუშაო შეხვედრის ფორმატში განიხილეს. ნინო ლაცაბიძემ, შალვა გოგოლაძეს რუსთავის მერიის მიერ შემუშავებული სპორტის განვითარების სტრატეგია გააცნო. შეხვედრას რუსთავის დელეგატი საქართველოს პარლამენტში ირაკლი შატაკიშვილი, სპორტის მინისტრის მოადგილეები – ირაკლი მეძმარიაშვილი, ირაკლი დოლაბერიძე და რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილი ესწრებოდნენ. „დღეს რუსთავისთვის […]