ცხელი ხაზი 1300 კონტაქტი

ნინო ლაცაბიძე – დღეს, ჩვენ ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ აზოტის საწარმოში, რუსთაველებისთვის სამუშაო პირობები უნდა გაუმჯობესდეს და ეკოლოგიის მიმართულებით, მმართველმა კომპანიამ უფრო ძლიერი და ეფექტიანი ნაბიჯები გადადგას

რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, სს საზოგადოება ,,რუსთავის აზოტის“ მმართველი ,,ინდორამა კორპორაციის” ( Indorama Corporation)თავმჯდომარეს შრი პრაკაშ ლოჰიას, ვიცე-თავმჯდომარე ამიტ ლოჰიას და  ,,რუსთავის აზოტი-ინდორამას“ გენერალურ დირექტორს, ლევან ბურდილაძეს შეხვდა. შეხვედრაზე ნინო ლაცაბიძემ, ,,რუსთავის აზოტი-ინდორამას“ გენერალურმა დირექტორმა ლევან ბურდილაძემ და ,,ინდორამა კორპორაციის“ თავმჯდომარემ, საწარმოში მიმდინარე და უკვე განხორციელებულ ინვესტიციებზე, დასაქმებულთათვის შრომითი პირობების გაუმჯობესებაზე, გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ კანონით […]

ნინო ლაცაბიძე ინიციატივის – „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ ფარგლებში მიმდინარე რეგიონულ ურბანულ ფორუმს ესწრება

რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე ინიციატივის – „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ ფარგლებში, ბათუმში მიმდინარე რეგიონულ ურბანულ ფორუმს ესწრება. ფორუმის მიზანია ქალაქების წინაშე არსებული გამოწვევების ეფექტურად გადაჭრისა და კრიზისის მართვის გზების შემოთავაზება, ინოვაციური მიდგომებისა და სტრატეგიული თანამშრომლობის დანერგვა, რაც ხელს შეუწყობს არსებული ურბანული სივრცეების უფრო მწვანე და მდგრად გარემოდ გარდაქმნას. ღონისძიებას, ევროკავშირის, გაეროს განვითარების პროგრამის, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები […]

რუსთავის მედიათეკაში, ახალი პროექტი ,,შეხვედრები ცნობილ და საინტერესო ადამიანებთან” დაიწყო

რუსთავის მედიათეკამ, ახალი პროექტი დაიწყო. პროექტის – ,,შეხვედრები ცნობილ და საინტერესო ადამიანებთან“ ფარგლებში, მედიათეკის სივრცემ ფსიქოლოგსა და მკვლევარს ზურა მხეიძეს უმასპინძლა. ზურა მხეიძესთან შეხვედრას, ახალგაზრდებთან ერთად, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე დაესწრო. ,,პირველ რიგში მისასალმებელია ის, რომ რუსთავში შეიქმნა სივრცე, სადაც აუდიტორიას თავისუფლად შეეძლება მოსვლა და მისთვის საინტერესო თემების მოსმენა. ბოლო წლების განმავლობაში, ასეთი სივრცეები, სადაც […]

რუსთავში, სოხუმის დაცემის 30 წლისთავთან დაკავშირებით ღონისძიებები გაიმართა

რუსთავში, სოხუმის დაცემის 30 წლისთავთან დაკავშირებით და საქართველოს ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა. ახალ მედიათეკაში, ახალგაზრდებს, ჟიული შარტავას მეგობარი და კოლეგა, რუსთავის მერის მრჩეველთა საბჭოს წევრი, ქალაქის ყოფილი მერი და საპატიო მოქალაქე სოსო არეშიძე შეხვდა, რომელმაც 1993 წელს საქართველოში განვითარებული მოვლენები, სოხუმის დაცემის ტრაგიკული და ჟიული შარტავასთან გატარებული ბოლო დღეები გაიხსენა. ახალგაზრდებთან […]

რუსთავის ისტორიული ნაწილის რესტავრაციის ფარგლებში, რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი მიმდინარეობს

ძველი რუსთავის რესტავრაციის პროექტის ფარგლებში, რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაციის მეორე ეტაპის სამუშაოები მიმდინარეობს. რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილი და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი დოხტურიშვილი, სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ. როგორც რუსთავის მერმა განაცხადა, რეგიონული განვითარების ფონდის დახმარება ქალაქისთვის ფასდაუდებელია. ,,ჩვენი ქალაქისთვის რეგიონული განვითარების ფონდის დახმარება ფასდაუდებელია, გამომდინარე იქედან, რომ […]

რუსთავში, კიდევ ერთი ახალი შიდასაუბნო საზოგადოებრივი სივრცე მოეწყო

რუსთავში, კიდევ ერთი შიდასაუბნო რეკრეაციული ზონის მოწყობა დასრულდა. ახალი დასასვენებელი სუვრცე, 21-ე მიკრორაიონში, N7, 8 და 9 საცხოვრებელ კორპუსებს შორის მდებარეობს და 3486 კვადრატულ მეტრ ფართობს მოიცავს. ,,რუსთავის მერია მაქსიმალურად ცდილობს მოსახლეობის ინტერესებისა და მოთხოვნების გათვალისწინებას. როგორც ცენტრალური ქუჩების განვითარებაა ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი, ასევე პრიორიტეტულია შიდასაუბნო სივრცეების მოწყობა ისე, რომ ბავშვებს სპორტული აქტივობების შესაძლებლობა ჰქონდეთ […]

რუსთავში ,,თავისუფლების რაშების“ მონუმენტის მონტაჟი მომდინარეობს

რუსთავში, ქალაქის შესასვლელში ,,თავისუფლების რაშების“ მონუმენტის მონტაჟი მიმდინარეობს. კომპოზიციის ავტორი მოქანდაკე ჯუმბერ ჯიქიაა. მონუმენტი ქალაქის შესასვლელში, მოედანზე 2003 წელს დაიდგა, რამდენიმე წელში, კი მისი დემონტაჟი განხორციელდა. რუსთავის მერიამ, მოსახლეობის მოთხოვნით, ქალაქის შესასვლელის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, ,,თავისუფლების რაშების“ დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო. ,,რუსთავის შემოსასვლელში მიმდინარეობს ,,თავისუფლების რაშების“ მონუმენტის აღმართვა. წლების განმავლობაში, ეს მონუმენტი ჩვენი ქალაქის ერთ-ერთ ღირშესანიშნაობას […]

ნინო ლაცაბიძე – რუსთავში, ახალგაზრდებთან ერთად დაწყებული რეფორმის საფუძველზე გავხსენით მედიათეკა

რუსთავში, ახალგაზრდებისთვის კომფორტული გარემოს შესაქმნელად, კიდევ ერთი პროექტი განხორციელდა. დღეიდან, რუსთაველი ახალგაზრდები, თანამედროვე და მათ საჭიროებებზე მორგებული არაფორმალური განათლების ცენტრით – მედიათეკით ისარგებლებენ. არაფორმალური განათლების ახალი ცენტრი რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, საქართველოს პარლამენტის განათლების და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძესთან, სახელმწიფო რწმუნებულთან ქვემო ქართლში გიორგი დოხტურიშვილთან, რუსთავის მაჟორიტარ დეპუტატ ირაკლი შატაკიშვილთან და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან […]

რუსთავის მერიის დაფინანსებით, საქართველოს უსინათლოთა კავშირის რუსთავის ფილიალის ბენეფიციარები ციხისძირში იმყოფებოდნენ.

რუსთავის მერიის დაფინანსებით, 6-დან 16 სექტემბრამდე, საქართველოს უსინათლოთა კავშირის რუსთავის ფილიალის ბენეფიციარები რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, ციხისძირში იმყოფებოდნენ. პროექტის ბენეფიციარებმა 10 დღის განმავლობაში, მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა შემეცნებით და კულტურულ აქტივობაში, მოეწყო გასვლითი ღონისძიებებიც. პროექტი ასევე  ითვალისწინებდა ინდივიდუალურ და ჯგუფურ შეხვედრებს ფსიქოლოგთან.

ნინო ლაცაბიძე – ჩვენ, GWP-ის მოვთხოვეთ, კიდევ უფრო სწრაფი ტემპით და კიდევ უფრო მეტი პროექტებით გადაჭრან რუსთავის წყალმომარაგების პრობლემური საკითხები

რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანიასთან ერთად, GWP-ის გენერალურ დირექტორ ხოსე მიგელ სანტოსსა და კომპანიის დირექტორატის სხვა წარმომადგენლებს შეხვდა. სამუშაო შეხვედრაზე, რუსთავის მერის ნინო ლაცაბიძის მოთხოვნით, GWP-ის წარმომადგენლებმა 30 მილიონიანი საინვესტიციო გეგმის შესრულების დეტალური ანგარიში წარადგინეს და განხორციელების პროცესში წარმოქმნილ შეფერხებებზე განმარტებები გააკეთეს. ,,მოსახლეობას მივეცით პირობა, რომ ჩართულები ვიქნებოდით ქალაქში წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით […]