ქორეოგრაფიული კონკურს-ფესტივალი „ქართული“ რუსთავის ცენტრალურ პარკში 26 აპრილს გაიხსნება

რუსთავში 26 აპრილს, ქორეოგრაფიული კონკურს-ფესტივალი „ქართული“ გაიხსნება. ფესტივალი უკვე მეორედ ტარდება და წელს, მასში, მონაწილეობას საქართველოს მასშტაბით მოქმედი 26 ქორეოგრაფიული ანსამბლის 3 000-ზე მეტი მოცეკვავე მიიღებს. ფესტივალის საზეიმო გახსნა, ხვალ გაიმართება, საკონკურსო ნაწილი კი 27 აპრილიდან დაიწყება. კონკურს-ფესტივალი „ქართული“ რუსთავის მერის ნინო ლაცაბიძის ინიციატივით, 2024 წელს დაარსდა. ფესტივალისათვის ექსკლუზიურად დამზადდა ლოგო და მუსიკა. ,,რუსთავის ფესტივალი […]

რუსთავის მერია დეფიციტური პროფესიების წამახალისებელ პროგრამას ახორციელებს

რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ,   რუსთავის მერიის და კოლეჯ ,,მოდუსის“ ერთობლივ პროგრამაში ჩართულ  რუსთაველებს, რომლებმაც ,,სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვებთან მუშაობის“ საგანმანათლებლო კურსი გაიარეს,  სერტიფიკატები გადასცა. რუსთავის მერთან ერთად, საგანმანათლებლო კურსის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატები, მერის მოადგილე ოთარი ტატალაშვილმა, მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მხარდაჭერის სამსახურის ხელმძღვანელმა ლაშა ბუსხრიკიძემ და კოლეჯ ,,მოდუსის”დირექტორმა ნინო ქავთარაძემ გადასცეს. ,,რუსთავის მერიის გუნდი […]

ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის სამართლებრივ საქმეთა კომიტეტმა რუსთავში სამუშაო შეხვედრა გამართა

რუსთავში, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (ათეა) სამართლებრივ საქმეთა კომიტეტის სამუშაო შეხვედრა ჩატარდა. ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს. თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციაში, სამართლებრივ საკითხთა კომიტეტი ჩამოყალიბდა. კომიტეტის მიზანი, საკანონმდებლო პროცესებში, ადგილობრივი თვითმმართველობების აქტიურად ჩართვა და მუნიციპალიტეტების ინტერესების დაცვაა. ,,საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციაში, სამართლებრივ საქმეთა კომიტეტი დაფუძნდა, რომლის მიზანიცაა, ათეა-ს წევრი მუნიციპალიტეტების ჩართულობის უზრუნველყოფა საკანონმდებლო გადაწყვეტილებების მიღების […]

რუსთავში, ზედგენიძის ქუჩაზე, ახალი გზის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

რუსთავში, ზედგენიძის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება რუსთავის მერიამ, მოსახლეობის თხოვნით და მათთან შეთანხმებით დაიწყო. აღნიშნულ ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურა საერთოდ არ არსებობდა, რის გამოც მუნიციპალური ტრანსპორტი ვერ მოძრაობდა. ზედგენიძის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოებს, რუსთვის მერი ნინო ლაცაბიძე, მერის მოადგილე ბესიკ ტოგონიძესთან, ინფრასტრუქტურის განვითარების და ტრანსპორტის სამსახურის ხელმძღვანელ ზურა ტაბაღუასთან ერთად ადგილზე გაეცნო. ზედგენიძის ქუჩის რეაბილიტაცია […]

რუსთავში, ჭყონდიდელის სახელობის უბანში შიდა ეზოების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

რუსთავში, მიმდინარე წლის ინფრასტრუქტურული პროექტების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი მოსახლეობასთან შეთანხმებით, ახალი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა და შიდა ეზოების რეაბილიტაციაა. გიორგი ჭყონდიდელის სახელობის უბანში, შიდა ეზოებისა და შიდა საუბნო სივრცეების რეაბილიტაცია, აქტიურად მიმდინარეობს. სამუშაოების მიმდინარეობას, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, მერის მოადგილე ბესიკ ტოგონიძესთან და ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელ ზურა ტაბაღუასთან ერთად, სამუშაო ფორმატში ადგილზე გაეცნო. ,,იმ პროექტებთან ერთად, რომელსაც რუსთავის […]

ნინო ლაცაბიძემ ლეგენდარულ ძიუდოისტს შოჰეი ონოს რუსთავის სპორტის სასახლე დაათვალიერებინა

რუსთავის სპორტის სასახლე, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სპორტული მოვლენისთვის – ლეგენდარული იაპონელი ძიუდოისტის შოჰეი ონოს მასტერკლასისთვის ემზადება. მასტერკლასამდე ორი დღით ადრე, იაპონელი სპორტსმენი, რუსთავის მერს ნინო ლაცაბიძეს და საქართველოს პარლამენტში რუსთავის და გარდაბნის ისტორიული სოფლების დელეგატს ირაკლი შატაკიშვილს შეხვდა. ნინო ლაცაბიძემ, შოჰეი ონოს სპორტის სასახლე და მუზეუმი დაათვალიერებინა. „რუსთავის სპორტის სასახლე კიდევ ერთ მნიშვნელოვან მოვლენას უმასპინძლებს. […]

რუსთავის მუნიციპალიტეტი, ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის კონკურსზე საუკეთესო პრაქტიკისთვის დაჯილდოვდა

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის კონკურსზე, ნომინაციაში -სკოლამდელი აღზრდა, სკოლისგარეშე განათლება და ზრდასრულთა განათლების მუნიციპალური პროგრამები, საუკეთესოდ რუსთავის სპორტის საგანმანათლებლო მუზეუმი დასახელდა. სპეციალური ჯილდო რუსთავის მერს ნინო ლაცაბიძეს, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ თამარ ღვამიჩავამ გადასცა. ღონისძიებაზე ასევე დაჯილდოვდნენ მუნიციპალიტეტების მერიების ის თანამშრომლები, რომლებმაც უშუალოდ მიიღეს მონაწილეობა საკონკურსო განაცხადის შედგენაში. რუსთავის მერიიდან პრიზი ,,რუსთავის მუნიციპალური […]

ნინო ლაცაბიძე: რუსთაველმა სპორტსმენებმა 400-მდე ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს 2024 წელს, საერთაშორისო თუ საქართველოს ტურნირებზე და რა თქმა უნდა, თითოეული რუსთაველი ვამაყობთ ამით

რუსთავის სპორტის სასახლეში, საგანმანათლებლო სპორტული მუზეუმის სივრცეში, წარმატებული სპორტსმენებისა და მწვრთნელების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, საქართველოს სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ, პარლამენტის დელეგატმა რუსთავისა და გარდაბნის ათი თემიდან ირაკლი შატაკიშვილმა და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი დოხტურიშვილმა რუსთაველ სპორტსმენებს, მათ მწვრთნელებს, გასულ წელს საერთაშორისო და ადგილობრივ ასპარეზობებზე მიღწეული წარმატებები მიულოცეს. ,,ჩვენმა გუნდმა სპორტსმენების […]

ნინო ლაცაბიძე – რუსთავის მერიის გუნდმა, პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძისა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, სატრანსპორტო რეფორმის მთავარი ეტაპი დავასრულეთ

პირველად რუსთავში, რუსთავი-თბილისის სატრანსპორტო  ხაზზე, მუნიციპალური ავტობუსები, ჭყონდიდელის სახელობის უბნიდან  (რჩეულიშვილის #10) იმოძრავებენ. რუსთავიდან თბილისის მიმართულებით მუნიციპალური ტრანსპორტის მე-5  მარშრუტის დანიშვნით,  რუსთავის მერიამ, სატრანსპორტო რეფორმის ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი დაასრულა და რუსთაველების ერთ-ერთი უმთავრესი მოთხოვნა შეასრულა. ახალი სატრანსპორტო ხაზის პრეზენტაცია, რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, რუსთავის მერიის შესაბამის სამსახურებთან ერთად წარადგინა. ,,რუსთავის მერიის გუნდმა, პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძისა […]

ნინო ლაცაბიძე – რუსთავში ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაა და მერიის გუნდი აქცენტს სწორედ ამ მიმართულებით ვაკეთებთ

რუსთავში კიდევ ერთი მასშტაბური პროექტი – მოდებაძის ქუჩის რეაბილიტაცია დაიწყო. რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე პროექტის მიმდინარეობას, საქართველოს პარლამენტში რუსთავისა და გარდაბნის ათი თემის დელეგატ ირაკლი შატაკიშვილთან ერთად, სამუშაო ფორმატში ადგილზე გაეცნო. სატრანსპორტო კუთხით, ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული გზის – მოდებაძის ქუჩის სარეაბილიტაციო ტერიტორია 32 000 კვადრატული მეტრია. „რუსთავში ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაა და მერიის […]