რუსთავში, ქალაქის შემოსასვლელის, თამარ მეფის, ჟიული შარტავას და შოთა რუსთაველის სახელობის მოედნების რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
შოთა რუსთაველის სახელობის მოედანზე დაგეგმილი სამუშაოების გამო, მიმდინარე წლის 24 თებერვლის 22:00 სთ-დან 6 მარტის 08:00 სთ-მდე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება:
- ჟიული შარტავას სახელობის მოედნიდან შოთა რუსთაველის სახელობის მოედნის მიმართულებით (მოძრაობა შესაძლებელი იქნება ლომოურის ქუჩის მიმართულებით მხოლოდ სუპერმარკეტ ,,კარფურის’’ მომხმარებლებისთვის)
- ლომოურის ქუჩიდან შოთა რუსთაველის სახელობის მოედნამდე (მოძრაობა შესაძლებელი იქნება 7ა მკ/რ-ნის მიმართულებით)
- მეგობრობის გამზირიდან შოთა რუსთაველის სახელობის მოედნის მიმართულებით (ავტომანქანების გადაადგილება შესაძლებელი იქნება მეგობრობის გამზირიდან 47ა- ს მიმართულებით)
- საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად იქნება შეზღუდული შოთა რუსთაველის სახელობის მოედნიდან მესხიშვილის ქუჩის მიმართულებით (გადაადგილება შესაძლებელი იქნება მესხიშვილის ქუჩის პირველი გასასვლელის საშუალებით).
რუსთავის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის.