დასაქმება მუნიციპალიტეტის ორგანოებში
შენი კარიერა რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიაში
საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს აქვს შესაძლებლობა, საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებ–გვერდის მეშვეობით, ონლაინ გააკეთოს განაცხადი ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიაში არსებულ ნებისმიერ ვაკანსიაზე და დასაქმდეს.
ეს არის ერთადერთი გზა, მიიღო მონაწილეობა კონკურსში და დაიწყო შენი კარიერა საჯარო სამსახურში!
საჯარო სამსახურში კონკურსის ჩატარების წესი რეგულირდება შემდეგი კანონმდებლობით:
საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“
https://www.matsne.gov.ge/document/view/3031098?publication=35
საქართველოს კანონი „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“
https://www.matsne.gov.ge/document/view/16270?publication=36
„საჯარო სამსახურში კონკურსის ჩატარების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 21 აპრილის №204 დადგენილება
https://www.matsne.gov.ge/ka/document/view/3646700?publication=3
საჯარო სამსახურში კონკურსის ჩატარების წესი განსაზღვრავს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საჯარო მოსამსახურის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად შოდა, ღია, დახურული და გამარტივებული საჯარო კონკურსის ჩატარების წესსა და პირობებს, კონკურსის ეტაპებს, საკონკურსო კომისიების საქმიანობის წესსა და უფლებამოსილებებს.
კონკურსის შესახებ ინფორმაცია ქვეყნდება საჯარო სამსახურის ბიუროს ადმინისტრირებად ვებგვერდზე www.hr.gov.ge
„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის პოლიტიკური თანამდებობის პირების, პროფესიული საჯარო მოხელეების და ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირების თანამდებობრივი სარგოების და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 1 თებერვალის დადგენილება №13
https://www.matsne.gov.ge/ka/document/view/4039408?publication=22